ფეხბურთი

22:02 | 26.10.2017 | ნანახია NaN - ჯერ

როგორ ელოდებოდნენ დიეგო კოშტას "ევერტონში"

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელ დიეგო კოშტას ზაფხულში ლივერპულის “ევერტონში” ელოდებოდნენ. ამის შესახებ ინგლისური გუნდის ხორვატი ფეხბურთელის, ნიკოლა ვლაშიჩის კომენტარიდან გახდა ცნობილი.

როგორც ვლაშიჩი იხსენებს, მას 19 ნომრით თამაში სურდა, მაგრამ გუნდმა უარი უთხრა, რადგან მას დიეგო კოშტასთვის ინახავდნენ.

“მინდოდა, რომ 8 ნომრით მეთამაშა, მაგრამ ის როს ბარკლის ჰქონდა დაკავებული. თავისუფალი იყო 19 ნომერი, მაგრამ ამაზე გუნდმა უარი მითხრა, რადგან დიეგო კოშტასთვის ინახავდნენ. ამიტომ, საბოლოოდ 27 ნომერი ავირჩიე”, - განაცხადა ვლაშიჩმა.

შეგახსენებთ, ნიკოლა ვლაშიჩი “ევერტონს” გასულ ზაფხულს ზაგრების “დინამოდან” შეუერთდა, ხოლო დიეგო კოშტა “ჩელსიდან” “ევერტონის” ნაცვლად “ატლეტიკოში” დაბრუნდა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:37 | 28.05.2014
fanatic (1105)

ძაან გაუჭირდება მაგრამ სადაც ამდენი სენსაცია ხდება იქნება ამათაც მოუგონ პეშკე/სრებოტნიკს )

18:55 | 28.05.2014
ako. milanista (962)

სურათზე შაფატავა არ არის? :/

16:53 | 28.05.2014
BEERTRANCE (97819)

წარმატებები ოქსანას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062653