ფეხბურთი

17:25 | 26.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა ლიპარტია კვლავ ტრავმირებულია

ჯაბა ლიპარტიას 16 სექტემბერის შემდეგ არ უთამაშია, რადგან ტრავმა აწუხებს.

როგორც იცით, ლიპარტია ამ ზაფხულს უკრაინული “ზორიადან” გადავიდა რუსული პრემიერლიგის “ანჟიში”, სადაც ექვსი მატჩი ჩაატარა. კუნთის ტრავმა აწუხებდა, მოიშუშა და ვარჯიშს შეუდგა, მაგრამ ისევ გაუმიზეზდა. როდის დაუბრუნდება ჯაბა მინდორს, ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, “ანჟიში” გიორგი ლორია თამაშობს. გუნდი ბოლო ადგილზეა, თუმცა ქულების მხრივ ჩამორჩენა მინიმალურია.

0.133991