ფეხბურთი

15:26 | 26.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

რომის "ლაციოს" რეკორდული სეზონი

რომის “ლაციო” მიმდინარე სეზონში არნახულად კარგად თამაშობს. სიმონე ინძაგის გუნდმა პირადი რეკორდიც დაამყარა. საქმე ისაა, რომ “არწივებს” სერია A-ში აქამდე 10 ტურის თავზე 25 ქულა არასდროს მოუპოვებიათ.

წელს კი, რომაულმა გუნდმა 10 თამაშიდან 8 მოიგო, 1 ფრე ითამაშა და ერთადერთხელ დამარცხდა. მიუხედავად ფანტასტიკური სტარტისა, “ლაციალე” მხოლოდ მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს "იუვენტუსთან" ერთად, რადგან ასევე რეკორდულად თამაშობენ “ინტერი” და “ნაპოლი” – მათაც სარეკორდო სტარტი აქვთ ისტორიაში...

გარდა იტალიის ჩემპიონატისა, “ლაციო” ევროპა ლიგაზე მშვენივრად ბურთაობს და ქვეჯგუფში სამივე თამაში მოიგო.

0.139711