თამაშგარე

16:54 | 26.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ადრიანო - ავტომანქანის “კაპოტზე“ სუფრების გამშლელი

ვეტერან ბრაზილიელ მეგოლეს - ადრიანოს, ალბათ სიცილად არ ეყოფა, თუკი ქართული პოლიტიკის გულბაათ ჭავჭავაძის - თამაზ მეჭიაურის შესახებ უამბობენ, რადგან ვის ვის და ადრიანოს კაი პურიჭამები და ავტომობილის “კაპოტზე“ სუფრის გაშლები არასოდეს მოკლებია და რამე რომ იყოს, დღესაც დაშხოშიანად გაშლის!

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ალკოჰოლის მოყვარეობით სახელგანთქმული ადრიანო საცხოვრებლად მშობლიურ ბრაზილიაში გადაბარგდა და მცირე ბიზნესსაც მოჰკიდა ხელი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური სახით ლოთობას შეეშვა, როდესაც ავტომანაქანის “კაპოტს“ ხედავს“, წამსვე დალევა უნდება. იღებს გაზეთს, შლის მანქანის საბარგულზე და მერე უკვე ყველაფერი ისე ხდება, როგორც ამ ამბის ჟანრის კანონშია.

ადრიანოს მისდა სამწუხაროდ პოლიტიკური ამბიციები არასოდეს ჰქონია, თორემ თუ კაცმა მოინდომა, ოკეანის სანაპიროზე გადაფენილ ბრაზილიაშიც მონახავს ერთ პატარა და კოხტა “თიანეთის მუნიციპალიტეტს“.

0.133728