ფეხბურთი

2:02 | 26.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

შედეგიანი და დაძაბული სერია A (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონი ქომაგთა სასიამოვნოდ გაოცებას აგრძელებს – კალჩოში მართლაც ფანტსატიკურად მიდის ყველაფერი: დაძაბულობა, ლამაზი მატჩები, უხვგოლიანობა და ლამაზი გოლებიც.

“ინტერის” ერთდღიანი ლიდერობა დასრულდა, რადგან “ნაპოლიმ” მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. მაურიციო სარის გუნდმა რთულად, მაგრამ მაინც აჯობა სტუმრად “ჯენოას”. არადა, მეოთხე წუთზე გენუელები დაწინაურდნენ, თუმცა მერე დრის მერტენსი ჩაერთო საქმეში და პირველივე ტაიმში დუბლი გაიფორმა. “ნაპოლი” მართლაც სკუდეტოსთვისაა შემართული. საქმე ისე მიდის, ქულებს ძალზე იშვიათად დაკარგავს. ყოველშემთხვევაში, უახლოეს ტურებს თუ გადავხედავთ, რთულად სავარაუდოა, რომ ასეთ ფორმაში მყოფმა კამპანიელებმა სადმე ქულა დაკარგონ.

“ნაპოლის” გამარჯვებით უპასუხა “იუვენტუსმა” – “ბებერი ქალბატონის” 3 ქულა მოსალოდნელიც იყო, რადგან შინ “სპალს” ეთამაშებოდა. ასეც მოხდა: ფედერიკო ბერნარდესკიმ და პაულო დიბალამ ერთმანეთზე ლამაზი გოლები გაიტანეს. მართალია, ალბერტო პალოსკიმ ერთი გოლი მალევე გაქვითა, მაგრამ მეორე ტაიმში ტურინელებმა ანგარიში კიდევ უფრო სოლიდური გახადეს. “იუვე” ძალიან ცუდად თამაშობს დაცვაში და გოლს თითქმის ყველა შეხვედრაში უშვებს. სამაგიეროდ, შედეგიანად თამაშობს. 1952 წლის მერე არცერთ იტალიურ გუნდს საწყისი 10 ტურისთვის 31 გოლი გატანილი არ ჰქონია. მაშინ, ამ ციფრს “იუვემ” უწია და ახლა თავისივე რეკორდი გაიმეორა.

როგორც იქნა, მოიგო “მილანმა” – ვინჩენცო მონტელამ კი პოსტი შეინარჩუნა. “როსონერიმ” ვერონაში, “კიევოს” ზედმეტი პრობლემების გარეშე აჯობა – 4:1. ანგარიში სუსომ გახსნა, ხოლო მერე ახალწვეულებმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ და ნიკოლა კალინიჩმაც გამოიჩინეს თავის. ახლა, ლომბარდიელებს კიდევ ერთხელ მოუწევთ გამოცდის ჩაბარება – შაბათს, დიდი მატჩია: “მილანი” – “იუვენტუსი”.

მოიგო “რომამ” – “ჯალოროსიმ” “კროტონესთან” დიეგო პეროტის პენალტი იკმარა, მაგრამ მეტი 3 ქულისთვის არც სჭირდებოდა. 3 ქულა მოიპოვა მეორე დედაქალაქურმა გუნდმაც – “ლაციომ” ბოლონიაში შეძლო გამარჯვება, ოღონდ ამჯერზე ჩირო იმმობილე ვერ გამოირჩა გოლით. მეტიც, პენალტი ვერ გაიტანა. თუმცა, სიმონე ინძაგის გუნდი ისევ ჩინებულად თამაშობს.

საოცარი მდგომარეობაა ცხრილის ზედა ნაწილში. არავინ იცის, ასე როდემდე გაგრძელდება, მაგრამ ახლა სკუდეტოზე პრეტენზიას, თანაც საფუძვლიანს, ერთბაშად ხუთი გუნდი აცხადებს: “ნაპოლი” (28 ქულა), “ინტერი” (26), “იუვენტუსი” (25), “ლაციო” (25), “რომა” (21). საგულისხმოა, რომ სხვებთან შედარებით “ჯალორისის” ერთი თამაში მარაგში აქვს...

“ატალანტა” – “ვერონა” 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 ფროილერი (50), 2:0 ილიჩიჩი (59), 3:0 კურტიჩი (75)

“კალიარი” – “ბენევენტო” 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ფარაგო (9), 1:1 იემელო (90, პენ), 2:1 პავოლეტი (90)

“კიევო” – “მილანი” 1:4 (0:2) VIDEO

გოლები: 0:1 სუსო (36), 0:2 ცეზარი (42, ა.გ), 0:3 ჩალჰანოღლუ (55), 1:3 ბირსა (61), 1:4 კალინიჩი (64)

“ფიორენტინა” – “ტორინო” 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ბენასი (29), 2:0 სიმეონე (66), 3:0 ბაბაკარი (75, პენ)

“ჯენოა” – “ნაპოლი” 2:3 (1:2) VIDEO

გოლები: 1:0 ტაარაბტი (4), 1:1 მერტენსი (14), 1:2 მერტენსი (30), 1:3 ძუკანოვიჩი (60, ა.გ), 2:3 იცო (76)

“იუვენტუსი” – “სპალი” 4:1 (2:1) VIDEO

გოლები: 1:0 ბერნარდესკი (14), 2:0 დიბალა (22), 2:1 პალოსკი (34), 3:1 იგუაინი (65), 4:1 კუადრადო (70)

“რომა” – “კროტონე” 1:0 (1:0) VIDEO

გოლი: 1:0 პეროტი (10, პენ)

“სასუოლო” – “უდინეზე” 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ბარაკი (32)

“ბოლონია” – “ლაციო” 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (4), 0:2 ლულიჩი (28), 1:1 ლულიჩი (50, ა.გ)

ბომბარდირები: ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 13 გოლი, პაულო დიბალა (“იუვენტუსი”) – 11, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 11, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 10.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.600869