კალათბურთი

21:29 | 25.10.2017 | ნანახია 2343 - ჯერ

“დინამო” “კლუჟს” ვერ გაუმკლავდა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის “დინამომ” ფიბა ევროპის თასზე მეორე თამაში წააგო. ირაკლი ხოშტარიას გუნდმა საკუთარ მოედანზე რუმინული “კლუჟ ნაპოკა” მიიღო და წინააღმდეგობა ვერ გაუწია – 73:87.

რუმინელები არათუ ამ შეხვედრაში, არამედ მთლიანად ჯგუფის ფავორიტად მიიჩნევიან და დიდად მოულოდნელი შედეგი არ ყოფილა სტუმართა გამარჯვება. “კლუჟმა” კლანჭები თავიდანვე გამოაჩინა და ნათელი იყო, რომ “დინამო”, რომელიც ევროტურნირებზე თამაშის გამოცდილების ნაკლებობას განიცდის, წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. ასეც მოხდა – თბილისურმა კლუბმა პირველ მეოთხედში მხოლოდ 11 ქულა დააგროვა, მაშინ, როდესაც საკუთარ კალათში 32 ქულა მიიღო. მეორე პერიოდიც ასეთი სცენარის გამოდგა, ოღონდ “დინამომ” ამჯერად უფრო მოკრძალებული სხვაობით წააგო – 15:23. შესაბამისად, პირველი ტაიმი “კლუჟმა” 55:26 მოიგო. 29 ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა კი თუნდაც კალათბურთში, თითქმის შეუძლებელია.

მეორე ტაიმში სასწაული არ მომხდარა. უბრალოდ, რუმინელები მოეშვნენ და ძალების დაზოგვაზეც დაიწყეს ფიქრი. შესაბამისად, “დინამოს” უფრო თავისუფლად თამაშის საშუალება მიეცა და სოლიდური სხვაობა საბოლოოდ 14 ქულამდე შეამცირა – 73:87.

E ჯგუფის მეორე შეხვედრაში “ისტანბულმა” საკუთარ მოედანზე ბულგარული “ლუკოილი აკადემიკი” ადვილად 81:69 დაამარცხა. აღნიშნულ ქვეჯგუფს ორი ტურის შემდეგ რუმინული “კლუჟი” ლიდერობს ორიდან ორი გამარჯვებით. “ისტანბულისა” და “ლუკოილ აკადემიკის” აქტივში თითო გამარჯვების წილ, თითო მარცხია, ხოლო თბილისის “დინამო” ჯერჯერობით ორი წაგებით მეოთხე ადგილზე იმყოფება.

"დინამო" მესამე ტურის მატჩს 1 ნოემბერს, სტუმრად "ისტანბულთან" ჩაატარებს.

“დინამო” – “კლუჟ ნაპოკა” 73:87


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:45 | 26.10.2017
levani82 (41682)

qomagi555

გეთანხმები. ზოგადად დიდ და გააზრებულ კომენტარებს წერ და უბიექტურადაც. მოდი ასე ვთქვათ ჯერ ჩვენ "პირველკლასელები ვართ" და ისინი "სტუდენტები" და დამთავრებულებიც კი აი ამხელა სხვაობაა ჩვენსა და ევროპულ საკლუბოზე

სხვები ალბათ იმის შიშით არ გადიან აქაოდა დიდი ანგარიშებით არ წავაგოთო. გასულიყო იგივე ქუთაისიც ვინმემ დაუშალა? თუ საიდანღაც არ დავიწყეთ ისე არაფერი გამოვა. ვიყოთ ასე და საკუთარ წვენში მოვიხარშოთ. სუპერლიგა და აქაური ტურნირები რამდენჯერაც არ უნდა მოიგო მაინც იმდენ გამოცდილებას ვერ მოგცემს, რამდენადაც ევროტურნირებზე გამოსვლა

აი თუნდაც გუშინდელი თამაში ავიღოთ თამაში დაიწყო და ხალხი ჩუმად იჯდა

10:12 | 26.10.2017
maxo_65 (5844)

სწორედ ამნაირ თამაშებში უნდა შეიძინონ გამოცდილება..რაც მეტი გუნდები მიიღებს მონაწილეობას უკეთესია..უნდა გაიხსნან მოთამაშეები, ირწმუნონ რომ მათაც შეუძლიათ, ნაკრებისთვისაც უფრო მოემზადებიან

09:47 | 26.10.2017
qomagi555 (259)

მადლობა ბრძოლისთვის ბიჭებს!!!
სამწუხაროდ ბევრია ჩასაფრებული პოზიციიდან და თუნდაც ასეთ ძლიერ მეტოქესთან წაგების შემდეგ საშინელ კრიტიკას იწყებს მაგრამ ეგეთები დაიკიდეთ და შრომა გააგრძელეთ!!!
ძალიან დიდი გამოცდილებაა და ნებისმიერ გუნდს შეუძლია გასვლა და რაც მეტი გავა უკეთესია მაგრამ ვინ უნდა გავიდეს? სხვა ქართული გუნდები იმაზე არიან მობილიზებულნი რომ რაც შეიძლება ცოტა დახარჯონ და მეტი დაიტოვონ!!!
დინამომ იბრძოლა!!! დინამოს არ ჰყავდა ერთ-ერთი ლიდერი რომელიც რუსთავში დაიტრავმა სამი დღის წინ... და დინამო შეიძლება ეს ბევრს არ მოსწონს მაგრამ არის საქართველოს საკლუბო კალათბურთის სახე და საუკეთესო საკალათბურთო გუნდი დღესდღეობით!!!
და რა პრეტენზია გვაქვს, როდესაც ასეთ თამაშზე 300 კაციც არ მოდის საგულშემატკივროდ!!! ქართველი გულშემატკივარი ამ დონის გუნდსაც არ იმსახურებს!!! გავავსოთ ჯერ თუნდაც პატარა სასახლე და მოვითხოვოთ მეტი... დაფინანსება მოდის გულშემატკივრების რაოდენობიდან გამომდინარე... თუ არ ვივლით თამაშებზე ინვესტორი კაპიკს არ ჩადებს სპორტში!!!
წარმატებები დინამოს და ვისურვებ სხვა გუნდებსაც ევროსარბიელზე!!!

02:47 | 26.10.2017
berodaviti (4285)

კლუჟი რომ შენს პარკეტზე გაგამასხარავებს კაი რა ნამუსი აღარაა...

6 წაგება გარანტირებულია, ვერც ბულგარელებს მოუგებენ ესენი...

00:27 | 26.10.2017
iceman (2988)

და კიდევ ერთხელ ვიძახი რომ მივესალმები ევროტუირნირებზე მონაწილეობას თუნდაც ყველა თამაში წავაგოთ, მაგრამ ხომ იასნია რომ ჯგუფიდან გამსვლელი არ ვართ და ისე მაინც ექნათ რომ გუნდში ახალგაზრდული ნაკრების წევრები აეყვანათ რომ მათ მიეღოთ გამოცდილება, ახლა ისე გამოდის რომ პულს იმაში ვყრით რომ ვიღაც ამერიკელებმა და ნაკრებისთვის გამოუსადეგარმა რამდენიმე კალათბურთელმა მიღოს ევროტურნირზე თამაშის გამოცდილება

00:26 | 26.10.2017
levani82 (41682)

iceman

ბერიშვილს ტრავმა ჰქონდა და არავინ იცოდა დღეს პარკეტზე გავიდოდა თუ არა

00:30 | 26.10.2017
iceman (2988)

წინა თამაშებსაც ვუყურე და საქართველოს ჩემპიონატისთვის შეიძლება ნორმალური იგროკია მაგრამ აშკარად არაა ნაკრების დონე და თან სამწუხაროდ არც ისე პატარაა აწი რომ მოუმატოს და ითამაშოს რაღაც სასწაული კალათბურთი

00:40 | 26.10.2017
levani82 (41682)

ბულგარეთში არ უთამაშია. სხვა გუნდიც გავიდეს ვინმე უშლის? რატომ არ გადიან იმის შიშით რომ დიდი ანგარიშებით არ წავაგოთო? თუ არასდროს გავედით ვერც "გავიზრდებით" და სულ ურეიტინგო ვიქნებით და შეგვხვდება რომელიმე ძლიერი კლუბი

00:24 | 26.10.2017
iceman (2988)

ბერიშვილი და ლოდნარიძე ნაკრებში ვერაფერს რომ ვერ აკეთებდნენ ვიფიქრე უბრალოდ ცოტა დრო ეძლევათ და თან გამოუცდელობის გამო დაძაბულები არიან მეთქი, მაგრამ გამოჩნდა რომ სამყუხაროთ მიზეზი დაძაბულობა და ნერვიულობა კი არა უკლასობაა და მთავარი პრობლემა ისაა რომ როგორც ჩანს ეს უკლასო იგროკები მაინც სხვებზე უკეთესები არიან ჩემპიონატში. სხვა მხრივ მადლობა ბიჭებს თავდადებისათGვის რაც აშკარად იგრძნობოდა მაგრამ კლასი მართლა ვერ შევატყვე ვერცერთს

23:35 | 25.10.2017
levani82 (41682)

AIRVika13

და ვითა ვინ მიატოვა?

14:18 | 26.10.2017
airvika13 (657)

ფედერაციამ მაგრად დაიკიდა...აშკარა იყო რომ არ სურდათ ვითას დახმარება...თუნდაც უფლება უნდა მიეცათ რომ უმაღლესში ეთამაშა ვითომ წელს რომ არ გააგდეს ბათუმი და მეცხრედ დაამატეს მაშინ არ შეეძლოთ???მაგრამ ეგრეა თუ თავისი მეგობრები არ აკეთებენ და მათ ინტერესებს არ იზიარებენ კიარ ეხმარებიან პირიქით ძირავენ....რა გვაწყენდა ეგეთი გუნდი???მაგრამ ყველამ დაიკიდა და არავინ დაუდგა გვერდში თორემ თუნდაც ამ ევროზე ერთი ორი ბიჭი მაინც გვეყოლებოდა კიდევ ევრო ასპარეზზე გამოცდილება მიღებული

23:59 | 25.10.2017
sabonis (9584)

ვინ მიატოვა არ ვიცი მარა ჩვენ, რომ გულშემატკივრებმა ცუდაღ მოვექეცით ვითას ნაღდია.

23:33 | 25.10.2017
airvika13 (657)

არავინ ვითხოვთ მათგან წელს ჯგუფიდან გასვლას....მთავარია ეს შემდეგ წლებშიც გაგრძელდეს და სამი ოთხი გუნდი თუ ითამაშებს ყოველ წელს ევრო ტურნირებს იდეალური იქნება....მარტო უცხოეთში მოთამაშე ქართველებით მივედით გარკვეულ დონემდე ახლა საჭიროა შიდა კალათბურთის განვითარება რომ სიღრმე გვქონდეს და მერე შეიძლება ბევრ რამეზე ფიქრი...მაგრამ არ შემიძლია ამ შარაბიძე-ლონდარიძეს წყვილს არ შევეხო...შარაბიძე არასპორტული ტლანქი ვინც მაგას კალათბურთელებო დააბრალა...კარგი ვერ უტევ მაგრამ დაცვაში ესე მარტივად ბურთს როგორ უნდა გიხსნიდნენ...ლონდარიძე პიროვნულად მაგრად მევასება ჯიგრიანი ქართველიაDDმაგრამ ძაან უკლასოა რა სათამაშო აზროვნება საერთოდ არააქვს და პლიუს სულ ჩხუბობს...რომ გადავხედოთ საშვალოდ 15 წუთს თამაშობს და სულ გავარდნის ზღვარზეა...იმედია დინამოს ამ წამოწყებას მხარს აუბავს როგორც ფედერაცია ისე ქართული კლუბები და განაგრძობენ წინსვლას და არ მიატოვებენ ისე როგორც არმია და შემდეგ ვითა მიატოვეს

00:38 | 26.10.2017
iceman (2988)

ბაზარი არაა არ ვითხოვთ ჯგუფიდან გასვლას მაგრამ რას ვითხოვთ ვიცით? ანუ რა მიზანს ემასახურება ჩვენი თამაში ევროტურნირზე?

23:03 | 25.10.2017
levani82 (41682)

მე მგონი ამათი კრიტიკა დღეს უადგილოა ეს გუნდი ევროტურნირებზე სულ გადის და შემადგენლობას და დაფინანსებას გადავხედოთ.

ჩვენ ჯერ კიდევ დამწყებები ვართ. გავიდეს სხვა გუნდიც უშლის ვინმე? აგერ არმიას ხო მაგარი დაფინანსება და მაგარი მოთამაშეებიც ჰყავდა და ჯგუფიდან, რატომ ვერ გავიდა?

23:01 | 25.10.2017
levani82 (41682)

eke99

კაი მწვრთნელი მოიყვანეთო და დაფინანსებაზე რას იტყვი?

23:11 | 25.10.2017
eke99 (1362)

ის დაფინანსება ნამდვილად აქვს დინამოს კარგი მწვრთნელით რომ ამაზე უკეთესი შედეგი დადოს. არმიას რომ ახსენებ მეგა გუნდი იყო და ფავორიტი მაგრამ მწვრთნელი დამწყევი და გამოუცდელი. ეგეც გახსოვს კარგად

00:20 | 26.10.2017
iceman (2988)

უკეთეს მწვრთნეწლზე არც მე ვარ უარს მაგრამ მწვრთნელი რა შუაშია როცა ფარის ქვეშმარტო მდგომები ისვრიან და ელემენტარულ ბურთებს ვერ აგდებენ, ბერიშვილმა და სხვებმაც ისეთი ბურთები გამაზეს რომ გაბრაზებაც ვერ შევძელი იმენა სიცილი ამიტყდა.

10:11 | 26.10.2017
eke99 (1362)

ზუსტად მაგაშია საქმე მწვრთნელი გუნდს სხვანაირად დააკომპლეკტებდა

23:18 | 25.10.2017
levani82 (41682)

და ეხლა ტუღუში ხო გამოცდილია და რას იტყვი? გუნდს დაფინანსება რამდენი აქვს იცი?

10:10 | 26.10.2017
eke99 (1362)

გამოცდილია რა გარემოში? რაც იყო ისევ ის დარჩა უბრალოდ წლები მოემატა.

09:51 | 26.10.2017
buska (1193)

არავითარი გამოცდილილება ვერ მიიღო ამდენი წლების განმავლბაში არმიაში ლეგინერები ქაჩავდნენ და არც ნაკრების ასისტენტობამ უშველა ისეთ შეცდომებს უშვებს გაგიჟდება კაცი. ტიპმა ვერ ისწავლა რა დროს რა ვითარებაში. ვინ ვითი უნდა შეცვალოს. კომბინაციებზე აღარ მაქვს საუბარი

21:45 | 25.10.2017
eke99 (1362)

მწვრთნელი მოიყვანეთ ჯერ და მერე ევროპა

09:52 | 26.10.2017
buska (1193)

მართალიხარ ეკე

0.122923