საქართველოს ეროვნული ლიგის ბინადარ ბათუმის “დინამოს” ასლან ბალაძე და იური მამინაშვილი გაწვრთნიან. როგორც აჭარული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ზემოხსენებული დუეტი კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იმუშავებს.
ბალაძემ და მამინაშვილმა წარუმატებელი შედეგების გამო ცოტა ხნის დათხოვილი კონსტანტინ ფროლოვი ჩაანაცვლეს.
ბათუმის “დინამო” ეროვნულ ლიგაში ძალიან ცუდად თამაშობს. ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ზღვისპირელები 32 ქულით მერვე ადგილზეა და დიდი ალბათობით ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის პლეი-აუთში მოუწევს თამაში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია