ფეხბურთი

19:56 | 25.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიას მხარდამჭერი აქცია სოციალურ ქსელში

არნემის "ვიტესის" კაპიტნისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის გურამ კაშიას ირგვლივ ბოლო დროს აჟიოტაჟია. მას მერე, რაც ქართველმა ფეხბურთელმა ერედივიზიონის მე-8 ტურის შეხვედრაში, ისევე როგორც ჰოლანდიის ჩემპიონატში მოასპარეზე სხვა გუნდების კაპიტნებმა, LGBT თემის მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა, გაჩნდა მოსაზრება, რომ მას საქართველოს ნაკრებში თამაში უნდა აეკრძალოს.

დღეს, სოციალურ ქსელში გურამის მხარდამჭერი აქცია დაიწყო, რომელშიც უკვე ჩაება საფეხბურთო სამყარო. გურამს მხარდაჭერა გამოუცხადეს სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცეპრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და საქართველოს ნაკრების წევრებმა.

0.164094