გიორგი ნავალოვსკის “სკა-ხაბაროვსკმა” რუსეთის თასის მერვედფინალში 2:0 სძლია სანკტ-პეტერბურგის “დინამოს” და მეოთხედფინალში გავიდა. ერთი გოლი ქართველმა მარცხენაფლანგელმა გაიტანა.
ნავალოვსკი 37-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე, გოლი კი 61-ე წუთზე გაიტანა ცხრიანში დარტყმით. საინტერესოა, რომ გიორგიმ მეორე საგოლე შეტევაშიც მიიღო მონაწილეობა.