მადრიდის “რეალი” “ჟირონასთან” მატჩისთვის ერთი დღით ავტობუსს იქირავებს და კატალონიაში ისეთი ტრანსპორტით იმგზავრებს, რომელზეც კლუბის სიმბოლოები არ იქნება გამოსახული. მიზეზი ის გახლავთ, რომ “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელები ადგილობრივი მოსახლეობის გაღიზიანებას ერიდებიან.
როგორც El Mundo წერს, მადრიდელებმა კარგად იციან ადგილობრივი ქომაგების ამჟამინდელი აგრესიული განწყობის შესახებ, ამიტომ ისინი მოერიდებიან საკუთარი სიმბოლოებით მათ პროვოცირებას.
“ჟირონასა” და “რეალის” მატჩი 29 ოქტომბერს გაიმართება.