ტურინის “იუვენტუსის” მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა ყველა ის შესაძლებლობა განიხილა თუ რა შემთხვევაში დაასრულებას ან არ დაასრულებს კარიერას მსოფლიოს ჩემპიონატის შემდგომ.
“ეს არის ჩემი ბოლო სეზონი. ერთადერთი, რამაც შეიძლება აზრი შემაცვლევინოს, “იუვენტუსთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება, რაც მომცემს შესაძლებლობას, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ვითამაშო. თუმცა, ამ შემთხვევაშიც არ ვაპირებ ვოიცეხ შესნის ადგილი წავართვა, მე ვიქნები მისი სათადარიგო მეკარე”, - განაცხადა ბუფონმა.
იტალიელმა კიპერმა 22-წლიანი კარიერის განმავლობაში არაერთი ტიტული მოიპოვა. 23 ოქტომბერს კი მას FIFA-სგან საუკეთესო მეკარის ჯილდო ხვდა წილად.






