კალათბურთი

23:45 | 24.10.2017 | ნანახია NaN - ჯერ

თბილისის „დინამო“ ფიბა ევროპის თასზე რუმინულ გუნდს დაუპირისპირდება

საკალათბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 25 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 19:00 საათზე, ჯგუფის ფავორიტს, რუმინულ „კლუჟ - ნაპოკას“ უმასპინძლებს.

მატჩამდე თბილისის „დინამომ“ ოლიმპიურ სასახლეში ღია ვარჯიში ჩაატარა, სადაც შემდეგი კომენტარები გაკეთდა:

ირაკლი ხოშტარია, „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი: გუნდში ნორმალური სიტუაციაა, თუმცა გვაქვს პრობლემა. ფეხის ტრავმა აწუხებს ნიკოლა გაჩეშას, რომელიც ბოლო თამაშში, „რუსთავთან“ მიიღო. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მიხეილ ბერიშვილის თამაში. თუკი მათ თამაში ვერ შეძლეს, ეს ძალიან დიდი დანაკლისი იქნება ჩვენთვის, რადგანაც ჩვენი ხვალინდელი მეტოქე ძალიან ძლიერია. რუმინული გუნდი ფავორიტია როგორც ჩვენი ქვეჯგუფის, ისე მთლიანად გათამაშების.

შესაბამისად ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ მაქსიმუმი, არ შევირცხვინოთ თავი ჩვენი გულშემატკივრების წინაშე და დაველოდოთ ბოძებულ შანსს. ვფიქრობ, როგორც გასვლით მატჩში „ლუკოილის“ წინააღმდეგ, სადაც ბოლო წამზე გადაწყდა თამაში ბედი, რუმინელებთანაც გვექნება შანსი და ჩვენ დაველოდებით მას. გულშემატკივრებს ვპირდებით, რომ 40 წუთის განმავლობაში ბოლომდე ვიბრძოლებთ, ისევე როგორც წინა შეხვედრებში.

მიხეილ ბერიშვილი, „დინამოს“ კალათბურთელი: მოგეხსენებათ, ჩვენს ჯგუფში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია „კლუჟი“, რომელმაც წინა ტურში „ისთანბულს“ 20 ქულაზე მეტით მოუგო. ვემზადებით, გვქონდა ვიდეო-განხილვები და ვეცდებით, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ გულშემატკივარს. რაც შეეხება ჩემს ტრავმას, ექიმი გადაწყვეტს, ვითამაშებ თუ არა.

შეგახსენებთ, რომ რუმინულ „კლუჟ - ნაპოკასთან“ ერთად „დინამო“ ჯგუფში ბულგარულ „ლუკოილ აკადემიკთან“ და თურქულ „ისთანბულთან“ მოხვდა. ფიბა ევროპის თასზე ჯგუფში 6 ტურის შემდეგ მომდევნო ეტაპზე საუკეთესო 2 გუნდი გავა.

ოლიმპიურ სასახლეში გულშემატკივრებისთვის მატჩზე დასწრება უფასო იქნება.

superleague.ge


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:35 | 26.07.2021
zviadi-shxefi (6306)

ეგ ძალიანაც კარგი მეორე პოსტზე უნდა დამეწერე, უკაცრავად

18:35 | 26.07.2021
zviadi-shxefi (6306)

გეუბნებოდიტ დურანტ და ტეიტუმ რას მიეთრევით მანდთქვა და არ დამიჯერეტ, ირბინეთ ახლა უკანალ ხელ აფარებული სადმე იაბუსილე არ წამოგეწიოთ

18:33 | 26.07.2021
zviadi-shxefi (6306)

ძალიანაც კარგი! კავაის სპურსიდან წასვლის უმთავრესი მიზეზი იყო ის რომ ტრამვიანი ატამაშეს და მაგ თამაშშიც კი არ შეცვალეს როცა სათადარიგო სკამზე ჯდომს დააბიჯა.

ვესტბრუკთან რაც მოხდა ეგ გამიზნული იყო და მასეთები ხშირია მანდ

დინამო-კარგი იყო ))))))))) არც მე დავნიშნავდი მასაჟისტადაც კი

საბონის-არც მანამდე მეხატებოდა პოპოვიჩის გუნდები მაგრამ მაგ ამბის მერე ხომ საერთოდ

გამიზნული იყო რაც გრინმა გაუკეტა კლეის!

ჰეივორდის ტრამვისას ლებრონის ადგილას რომ ქართველი ყოფილიყო საქართველოში ბევრი ქართველს დააბრალებდა!

05:35 | 26.07.2021
dinamo222 (8587)

ამ ბებერ დებილ პოპოვიჩს ეტყობა მაგარი კრიშა აქვს ზემო ეშელონებში თორემ რაც მაგან სირცხვილი აჭამა ამერიკას რამოდენიმეჯერ წესით ნაკრების მასაჟისტადაც კი არ უნდა დაენიშნათ !ასეთი თამაშით საპრიზოზეც ვერ გავა ეს ე.წ. "დრიმ ტიმი"

00:34 | 26.07.2021
გუსანი (746)

მეორედ ვწერ კომენტს..? საქართველოს ახალგაზრდულმა ბულგარეთთანაც წააგო, განგაშია ასატეხი, თურქეთთანაც შემთხვევით მოვიგეთ, არაფერს გავს ნაკრები, სასწრაფოდ სტაფი ან გასაძლერებელია ან შესაცვლელი, მონახაზი გუნდს არ აქვს, კომბინაციები , სროლები ისევ დაბალ ნიშნულზეა, არ იქგრძნობა მოტივაცია და სათამაშო მონახაზი, კატასტროფაა, ადმინ რატომ გაატარეთ ინფორმაცია?...

22:29 | 25.07.2021
O.KANI (475)

განგებ გააკეთა თუ არა მაგარი ყ....ად კი გამოუვიდა, ქართველია და მაგ პონტში ვაფარებთ ხელს, აბა სხვას იგივე ქართველისთვის გაეჩალიჩებია წარმომიდგენია რას დავასხავდით

19:52 | 25.07.2021
sabonis (9584)

ძაან კარგი, იმის მერე რაც პოპოვიჩმა იკადრა ზაზასთან მიმართებაში(კავავაის ინვდენტის მერე) მაგის გუნდებს აღარასოდეს ვუგულშემატკივრებ.

20:31 | 25.07.2021
johnsilver (1156)

ზაზამ რაც გაუკეთა კავაის, შემთხვევითი არ იყო. ის იყო ტრავმაზე გამიზნული თამაში და ზაზამ მიზანს მიაღწია.
მე არ ვგულშემატკივრობ პოპოვიჩის გუნდებს იმიტომ, რომ მისი კალათბურთელები (ბრუს ბოუენი და კო.) ზუსტად მასე იქცეოდნენ მუდმივად.

21:22 | 25.07.2021
sabonis (9584)

მე დარწმუნებული ვარ განგებ არ გაუკეთებია, ეს თავად კავაიმაც თქვა.

15:51 | 26.07.2021
KoRBeN DaLLaS (24842)

მეც ვფიქრობ რომ მანდ განგებ არ მიუყენებია ტრავმა. აი ვესტბრუკს კი აშკარად გამიზნულად უჩალიჩებდა ))

0.086443