საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ლატვიასთან (1:0) გამარჯვებით დაიწყო.
ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და სწორედ ის გაესაუბრა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს:
“კარგი მატჩი იყო – ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ, მიზანს მივაღწიეთ და სამი ქულა ავიღეთ. გახარებული ვარ გოლის გატანის გამო და კიდევ უფრო სასიამოვნოა, რომ ამ გოლით გავიმარჯვეთ. იმედია, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. მინდა, გულშემატკივარს მადლობა ვუთხრა მოსვლისთვის და მხურვალე ქომაგობისთვის.
ჩვენ უკვე განვიხილეთ მონტენეგროს ნაკრების თამაში და ყველაფერი კარგად იქნება. იმედია, მათ დამარცხებასაც შევძლებთ”, - განაცხადა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მეორე ტურის შეხვედრას 27 ოქტომბერს, 18:00 საათზე, მონტენეგროს ნაკრებთან გამართავს.