ფეხბურთი

21:40 | 24.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დეპორტივომ" მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

"დეპორტივოს" დირექტორთა საბჭომ გადაწყვეტილებით, კლუბსა და მთავარ მწვრთნელ პეპე მელს შორის თანამშრომლობა დასრულდა. აღნიშნული განცხადება ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. "დეპორტივოს" სეზონის დასრულებამდე აწ უკვე სარეზერვო გუნდის ყოფილი თავკაცი კრისტობალ პარალო უხელმძღვანელებს.

მადრიდელმა სპეციალისტმა ლა კორუნიული გუნდი მიმდინარე წლის თბერვალში ჩაიბარა. 2017/18 წლების სეზონში მელის შეგირდებმა ლა ლიგაში 2 მატჩი მოიგეს, ორი ფრედ დაასრულეს, ხოლო 5 შეხვედრაში დამარცხდნენ.

0.121641