ევროპის ჩემპიონი, ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა", სწორად წარმართული სტრატეგიისა და ეფექტური მენეჯმენტისთვის, ბიზნეს საინიციატივო კომიტეტის მიერ პარიზში ჩატარებულ საერთაშორსო ხარისხის კონფერენციაზე "ოქროს ვარსკვლავით" დაჯილდოვდა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ლიდერი ორგანიზაციები, რომლებმაც საკუთარი მიღწევები წარმოაჩინეს.
BID და BID Group One -ის ორგანიზებით სხვადასხვა ქვეყანაში სამეცნიერო სემინარები და კონფერენციები ტარდება, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთმანეთს სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობის გამოცდილებას უზიარებენ.
შეგახსენებთ, ქართული კლუბი ევროპის წლევანდელი საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია. "ნონამ" ევროპის ჩემპიონის ტიტული მანამდე, 2014 და 2015 წლებშიც მოიპოვა, გასულ წელს კი ვერცხლის მედალს დაეუფლა.
gcf.org.ge