ფეხბურთი

15:20 | 24.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბერლუსკონი: “მილანს” გაკოტრება ემუქრება”

იტალიური “მილანის” ყოფილი მფლობელი სილვიო ბერლუსკონი ამბობს, რომ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს და შეშფოთებულია იმ ფაქტით, თუ რატომ დუმს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა აღნიშნულ საკითხზე.

“ვიცი, რომ “როსონერიში” უკვე გაჩნდა ფინანსური პრობლემები. შეშფოთებული ვარ, თუ რატომ დუმს ლი. თუ კლუბის საქმეები ასე გაგრძელდა, მოსალოდნელია, რომ გაზაფხულისთვის უკვე გაკოტრდება. რეალური პრობლემა ისაა, რომ კლუბმა უკვე დაკარგა 100 მილიონ ევროზე მეტი, თუმცა ის კვლავ შორსაა ჩემპიონთა ლიგისგან” - აცხადებს ბერლუსკონი.

შეგახსენებთ, რომ ბერლუსკონიმ “მილანი” აპრილში გაყიდა და მისი ადგილი იონჰონ ლიმ დაიკავა. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში “როსონერი” 9 ტურის შემდგომ 13 ქულით მე-11 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119913