ფეხბურთი

13:47 | 24.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია პრემიერლიგაში გალიდერდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის სოლომონ კვირკველიას “ლოკომოტივი” რუსეთის პრემიერლიგაში გალიდერდა. მოსკოველებმა პრემიერლიგის მე-14 ტურში “კრასნოდარს” 2:0 მოუგეს და 29 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში აღმოჩნდნენ.

ქართველმა მცველმა მოედანზე ტრადიციულად 90 წუთი გაატარა. 25 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით “ლოკომოტივის” 19 მატჩი მიიღო მონაწილეობა და გუნდს 3 გოლითაც შეეწია.

რაც შეეხება რუსეთის ჩემპიონატის ცხრილს, “ლოკომოტივის” მსგავსად 29 ქულა აქვს “ზენიტსაც” და აღსანიშნავია, რომ პირველი წრის ბოლო დაპირისპირება 29 ოქტომბერს, სწორედ ამ გუნდებს შორის შედგება.

0.139689