ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი, “სკუადრა აძურას“ ყოფილი წევრი, ფაბრიციო მიკოლი უახლოეს სამწელიწადნახევარს ციხეში გაატარებს. 38 წლის მიკოლის გამოძალვასა და მაფიასთან კავშირში ედებოდა ბრალი და მისი საქმის ძიება ორი წელიწადი მიმდინარეობდა.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ რამდენიმე წლის წინ, ფაბრიციომ თავის ერთ-ერთ მეგობარს, რომელსაც ახალი მცირე ბიზნესის წამოწყება სურდა, 20 ათასი ევრო ასესხა. მოხდა ისე, რომ ბიზნესი ვერ განვითარდა და გაუჭირდა ნასესხები თანხის დაბრუნება, რაც ცხადია ძალიან ცუდი ამბავია, თუმცა მთელი უბედურება შემდეგში იწყება.
მიკოლიმ ფულის ამოღების მიზნით, ცნობილ იტალიელ მაფიოზს, მაურო ლაურიკალეს მიმართა, რომელმაც ის ბეჩავი მევალე საშინლად აწამა და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ფაბრიციოს როგორც დანაშაულის შემკვეთს, ციხეში ამოაყოფინეს თავი. მიკოლის ადვოკატი ამბობს, რომ მისი კლიენტი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.