ფეხბურთი

11:00 | 24.10.2017 | ნანახია NaN - ჯერ

თბილისის ლიგა გადამწყვეტ ფაზაში შედის

21-22 ოქტომბერს, „მოყვარულთა ლიგა 2017“-ის ფარგლებში, „ავაზასა“ და“ მარაკანას“ სტადიონებმა თბილისის პირველი და უმაღლესი ლიგების მორიგ ტურებს უმასპინძლა.

ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია თამაშებს უმაღლეს ლიგაში, რის შედეგადაც 2 თამაში („ვაზისუბანი“ – „დიდუბე“ და „35-ე თბილისი“ – „უქიმერიონი“) შეწყდა.

ტურის თამაში „დიდუბესა“ და „ვაზისუბანს“ შორის გამართული მატჩით გაიხსნა. „დიდუბელებმა“ სადავეები დასაწყისშივე ხელთ იგდეს და 2 გატანილ გოლში ასახეს, პირველი ტაიმის მიწურულს კი მესამე გოლი გაიტანეს. „ვაზისუბნელებმა“ მეორე ტაიმში შეძლეს ერთი გოლის გატანა. მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, ვაზისუბნელთა არასპორტული საქციელი მატჩის შეწყვეტის მიზეზი გახდა.

ზედა სამეულში მყოფი გუნდების „სეუ“ - „აფხაზეთის“ დაპირისპირება „სეუელთა“ გამარჯვებით 4:1 დასრულდა. ცხრილის სათავეში მყოფი „უქიმერიონი“ გასავარდნ ზონაში მყოფ „35-ე თბილისს“ დაუპირისპირდა, სადაც თავიდანვე იგრძნობოდა სტადიონზე შექმნილი დაძაბული ვითარება. მატჩი ლიდერისთვის მოულოდნელად დაიწყო და პირველივე წუთებზე საკუთარ კარში გოლი მიიღო. „უქიმერიონის“ ფეხბურთელები მაქსიმალურად ცდილობდნენ წონასწორობის აღდგენას და თამაშის შემობრუნებას, თუმცა „35-ე თბილისის“ დაცვის კარგი თამაშით, პირველ ტაიმში საწადელს ვერ მიაღწიეს. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე კი „უქიმერიონის“ ფეხბურთელებმა ზეწოლა გააძლიერეს. გიორგი ნათიძის საჯარიმოში წაქცევისთვის მსაჯმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიანიშნა, რამაც „35-ე თბილისის“ ფეხბურთელთა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მოედანზე თამაშის გაგრძელება შეუძლებელი გახდა, რის შედეგადაც მატჩი 50-ე წუთზე შეწყდა. “ტტც“-მ ტექნიკური მოგება მიითვალა „ნახალოვკასთან“. სამოყვარულო გუნდმა - „კვარტალმა“ კი უდიდესი ნაბიჯი გადადგა უმაღლეს ლიგაში დასასრჩენად, რომელმაც ტურნირიდან მოხსნილ „ბასკისთან“ ტექნიკური მოგება მიითვალა.

რაც შეეხება პირველ ლიგას, აქ ლიდერი ისევ შეიცვალა და „თ.ს. სასამართლომ“ ბურთების უკეთესი სხვაობით პირველობა დაიბრუნა. ცხრილის ლიდერი „თ.ს აკადემიას“ დაუპირისპირდა და მეტოქე 6 ბურთის სხვაობით (8:2) დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს შემტევმა - გიორგი ბაბულაიძემ აღნიშნულ მატჩში 5 ბურთი გაუტანა მეტოქეს. მოკრძალებული ანგარიშით მოიგო ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა „დადიანმა“. აღნიშნული ბურთების სხვაობა საკმარისი არ აღმოჩნდა პირველი ადგილის შესანარჩუნებლად. შესაბამისად, „დადიანმა“ მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. სეზონის განახლების შემდეგ, შესანიშნავ ფორმაში მყოფი „ბასიანი“ უდანაკარგოდ ასპარეზობს, რომელმაც მარტივად სძლია „თბილისი სითის“, რითაც ფლეი ოფში თამაში გაინაღდა. ასევე, 5 გოლით გამოირჩა „ბასიანის“ შემტევი ლაშა გურგენიძე, რომელიც ბომბარდირთა დავაში უპირობო ლიდერია. მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს ექვსეულისთვის მებრძოლმა გუნდებმა - „გლდანმა“ და „ქომაგებმა“. მათ მეტოქეებს დაძაბულ შეხვედრაში მინიმალური სხვაობით სძლიეს. თავისი გამარჯვება იზეიმა და „ბასიანის“ მსგავსად, ფლეი ოფის საგზური გაინაღდეს „არისტოკრატებმა“, რომლებმაც 3:1 სძლიეს “კახორს“. 4 უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს სამოყვარულო გუნდმა „ბასამ“. დანარჩენი შეხვედრები შემდეგნაირად დასრულდა: „ინტექსი“ 3:2 „მეთოფეები“, პლატინუმი“ 3:0 „ვენდისი“, „დელ-მარი“ 2:3 „ტც მილანი“. მოგეხსენებათ, რომ ტურნირის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი და გუნდებისთვის თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. მომდევნო ტური 28-29 ოქტომბერს გაიმართება.

თბილისის ლიგის ოფიციალური პარტნიორი და ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“.
ინტერნეტ პორტალები: “sportstar.ge”, „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია


კომენტარები (16)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:08 | 08.02.2017
პანტელეიმონი (4347)

+1

13:27 | 07.02.2017
Buratino (3505)

ეს ნაღდად აღარ ხუმრობს! დიდი სიხარულით აღვივსები თუკი გიორგი ნაკრებშიც ასე თავისუფლად და მაღალშედეგიანად გაირჯება. მაგ შემთხვევაში ჩვენი ნაკრები ბევრ ფავორიტს შეუქმნის სერიოზულ პრობლემებს

00:45 | 07.02.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ბრავო ტიპი ჰასანააა ვაითსაიდი დააფარა თავზე ყველას

23:46 | 06.02.2017
federer (17) (15576)

მაგარ ფორმაშია გიორგი და იშვიათია ისეთი გუნდი ევროპაში რომელსაც ზაზას და გიორგის დონის 2 ცენრი ყავს გუნდშიი და სხვა ბიჭებიც არ არიან ცუდ ფორმაში და ძალიან კარგი გუნდი უნდა იყოს ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრები და ვიმედოვნებ საუკეთესო ევროპის ჩემპიონატი იქნება ჩვენთვის

21:21 | 06.02.2017
juansher (788)

ქართული თქვენ მართლა არ იცით. ორადორი არა მოროდიორი. ორად ორი ბლინ.

19:09 | 06.02.2017
dixdavid (458)

მსოფლიოზე გასვლაც სავსებით რეალურია.
თუ ყველანი მწყობრში იქნებიან,12-ეულში აუცილებლად უნდა მოვხვდეთ.
მართალია, შესარჩევში ზაზა ვერ ითამაშებს, მაგრამ თუ შერმამ ასე გააგრძელა, ცენტრის პოზიციაზე არ უნდა გაგვიჭირდეს.
ასევე, აუცილებლად უნდა გამოვიძახოთ აკაკი დვალიშვილი.
კაცი რუსეთში, ლიგის ერთერთ საუკეთესო გუნდში თამაშობს, 10-15 წუთში 8-10 ქულაზე ნაკლებს არ დებს და არაფრით არ აღირსეს ნაკრები.

4 ნომერია, მაგრამ 5-ზეც შეუძლია თამაში და დარწმუნებული ვარ შერმას წარმატებით შეცვლის.

18:48 | 06.02.2017
dixdavid (458)

შემადგენლობიდან გამომდინარე, ევროპის 10 მოწინავე გუნდში ვართ, ნუ 12-ში ყველა ვარიანტში.
ესპანეთი
საფრანგეთი
საბერძნეთი
სერბეთი
იტალია
ლიტვა
ხორვატია
სლოვენია
საქართველო
თურქეთი
რუსეთი
მონტენეგრო
ჩეხეთი

აქედან ზოგს ვჯობივართ, თუმცა რეზერვის სიღრმიდან და ასაკში მყოფი მოთამაშეებიდან გამომდინარე, სიის თავში მყოფ გუნდებთან გაგვიჭირდება.
ამ ევროპაზე ჯგუფში მესამე ადგილი პროგრამა მინიმუმი უნდა იყოს.
არც ლიტვის ძლევას გამოვრიცხავ. სულ ცოტა გვაკლდება ხოლმე და როდესმე ხომ უნდა გავტეხოთ ნავსი.

21:01 | 06.02.2017
padoini96 (396)

აუცილებლად უნდა დავამატოთ მაგ სიას ლატვია, რომელსაც პორჟინგისი-ბერტანსის წყვილი ჰყავს და ასევე ბევრი მაგარი კალათბურთელი. მაგალითად:ტიმა, მეორე ბერტანსი. ასევე ისრაელი. გასაგებია, რომ ვარსკვლავები არ ჰყავს მაგრამ ისტორიას თავისი მიაქვს.

22:45 | 06.02.2017
dixdavid (458)

მართალი ხარ, მარტო პორზინგისი ღირს მთელ გუნდად.
ვაპირებდი ჩასმას, მაგრამ მერე ჩეხეთი გადავწყვიტე, ჩვენთვის უხერხული მოწინააღმდეგე რომაა იმის გათვალისწინებით.

18:37 | 06.02.2017
ბაგი-რეი (2264)

90% ის გუნდი იგებს რომელსაც სამქულიანების სროლა წაუვა. ბელგიამ რო მოგვიგო ეგეთი ყისმათა თამაშით აშშსაც დავდებთ ბეჭებზე.

18:17 | 06.02.2017
dixdavid (458)

ჩემპიონობა, ორი აზრი არაა ნაკლებად რეალურია.
თუმცა ყველაფერი ხდება.
მართალია, კალათბურთში უფრო ნაკლებად, ვიდრე ფეხბურთში, მაგრამ მაინც ხდება.
არამგონია საქართველოს ჩემპიონობა კალათბურთში უფრო არარეალური იყოს, ვიდრე საბერძნეთის ევროპის ჩემპიონობა ფეხბურთში.

18:10 | 06.02.2017
dubligi (1492)

ევროპის დადება არარეალურია, მაგრამ ამ გუნდს მეოთხედფინალზე ნაკლები შედეგი, უნდა ჩაეთვალოს წარუმატებლად...და მე ვთვლი, რომ ძალიან ძლიერი ტრენერი გვყავს კიდევ...მეოთხედფინალზე ნაკლებზე არ უნდა დადონ.....
თუმცა ადრეც ვთქვი...კალათბურთში რო შედეგი გვაქვს, ფეხბურთი ახლოსაც ვერ მოვა...

15:12 | 06.02.2017
iloreli (2516)

წინა ხაზი ევროპაში (ესპანეთის შემდეგ) საუკეთესო გვყავს თამამად შემიძლია ვთქვა. ზაზა ნაკრებში სხვაა, იმას რასაც ნბაში აკეთებს ნაკრებში ქულებსაც მიუმატებს.
გამთამაშებელი გვინდა ცოტა ნორმალური და დამიჯერეთ ჩვენი გუნდი არავისზე ნაკლები არაა..
მანუ, ვიქტორა, თოკო და ზაზა
ზამენიდან დიქსონა, სანაძე, ბექა და ყოჩაღა
გამთამაშებელ იოხტურ... ნუ ცინცაძე, ოღონდ მხოლოდ გამთამაშებლობა უნდა მოსთხოვოს ზურიამ, არავითარი პოინტგარდობა, ჰაჰა 2-3 სამიანი ისროლოს თუ მაინცდამაინც

16:22 | 06.02.2017
BEERTRANCE (97819)

მანუზე მეეჭვება რო ტრავმის მერე ფორმაშI ჩადგეს საევროპედ, და ალბათ მარტო დიქსონა გვეყოლება მსროლელად.

14:51 | 06.02.2017
BEERTRANCE (97819)

მემგონი მოიშორა "შებოჭილობის" სინდრომი შერმამ და ძალიან მახარებს/

14:31 | 06.02.2017
თენგაბი (950)

გიორგი ნბა-ში!

11:11 | 06.02.2017
dixdavid (458)

ვუყურე ამ თამაშს.
შერმადინმა ისეთი სახელი დაიგდო, რომ მის დანახვაზე უკვე აჟრიალებთ.
მუდმივად 2 კაცს ყავდა აყვანილი.
ერთი მისი უშუალო ვიზავის და მეორე მცველს (ხშირად ლარკინს), რომ ქვემოდან არ მიეღო ბურთი.
როგორც ჩანს, ყველაზე პრობლემატური შერმამდე ბურთის მიტანაა. ბურთი თუ მიიღო, ის 80% პროცენტით ჩავარდნილია.
არადა ბარნიანის, ლარკინის და კომპანიის წინააღმდეგ თამაში სულაც არაა ადვილი.
ასე თუ გააგრძელა, უბრალოდ ფენომენალური სეზონი გამოუვა.
სხვათაშორის ბექაც არ იყო ცუდი, რამოდენიმე უმნიშვნელოვანესი სამიანი ჩააგდო. ეგაა, პარტნიორები მაინცდამაინც ხშირად არ აძლევენ ბურთს და ცოტა დაცვაში უჭირს. არასაჭირო ჯარიმებს იღებს და დროზე ვერ ამოდის პერიმეტრის გადასაკეტად.
მაგრამ, არა უშავს, ეგ გამოსწორებადია, თან ეტყობა, რომ ძალიან მონდომებულია.
გუშინ მისი თამაშით მე კმაყოფილი დავრჩი.

14:02 | 06.02.2017
ssll (1520)

შენი ნაწერი უნდა იყოს კომენტარი და ზედა ნაჯღაპნი სტატია?!?!

14:20 | 06.02.2017
dixdavid (458)

11:00 | 06.02.2017
BEERTRANCE (97819)

ყოჩაღ, ეგრე უნდა იფრინო ევროპაზე.

10:42 | 06.02.2017
iloreli (2516)

ესენი ევროპას დადებენ თუ ყველა ფორმაში იქნება პაგალოვნად

13:25 | 07.02.2017
Buratino (3505)

ევროპის დადებაზე რა გითხრა მარა მინიმუმ ჯგუფიდან უნდა გავიდეთ და 1/8 ფინალის მოგებაც შევძლოთ (თუ ესპანეთი ან საფრანგეთი არ დაგვეჯახა). ასე რომ 1/4 ფინალი სულაც არაა შეუძლებელი, ხოლო თუკი ყველა ჯანმრთელად და ფორმის პიკში იქნება (და იღბალიც ხელს შეგვიწყობს), საუკეთესო 4 გუნდშიც მოხვედრაც შესაძლებელია

12:31 | 06.02.2017
eke99 (1362)

ევროპას დადებენ არა გადააბრუნებენ. რას დადებენ ღადაობ. 4 ში თუ შევლენ ეგ იქნება სასწაული. ცოტა რეალურად ვუყუროთ ყველაფერს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.175654
სარეკლამო ადგილი - 99
X x X