ფეხბურთი

21:27 | 23.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ეროვნებასა და ეროვნულ ნაკრებს ვერავინ წამართმევს"

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა და არნემის “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ ბოლო პერიოდში მის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე კომენტარი გააკეთა. გურამის განცხადებით, იგი არ ნანობს იმას, რაც გააკეთა.

გარდა ამისა, კაშიამ დასძინა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშს მას ვერავინ დაუშლის და ისევ მოირგებს ეროვნული გუნდის მაისურს:

“ყოველთვის მხარ ვუჭერ ადამიანის თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. ჩემი საქციელით გულშემატკივართა ნაწილი იმედგაცურებულია, მაგრამ მე არ ვნანობ იმას, რაც გავაკეთე.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებიდან ჩემს მოკვეთას – ვერავინ წამართმევს ეროვნებასა და ეროვნულ ნაკრებს. ათასობით ადამიანიც რომ ეწინააღმდეგებოდეს, თუ ნაკრებში გამომიძახებენ, აუცილებლად წავალ და ვითამაშებ”, - განაცხადა კაშიამ.

შეგახსენებთ, გურამ კაშიამ ერედივიზიონში 15 ოქტომბერს, ალმელოს “ჰერაკლესის” მატჩში მოედანზე LGBT თემის მხარდამჭერი კაპიტნის სამკლავურით გამოვიდა. ამ ფაქტმა გულშემატკივართა ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია და სოციალურ ქსელში კაშიას ნაკრებიდან მოკვეთის ინიციატივით გამოვიდა რამდენიმე ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ LGBT თემის მხარდამჭერი აქცია აქამდე რამდენიმე ქევყანაში ჩატარდა და მათ შორის, შარშან ინგლისის პრემიერლიგაშიც.

0.118217