ფეხბურთი

0:59 | 24.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაზემიროთი ინგლისური და ფრანგული კლუბები დაინტერესდნენ

მადრიდის “რეალის” საყრდენი ნახევარმცველის კაზემიროს შეძენით ინგლისის და საფრანგეთის საუკეთესო კლუბები არიან დაინტერესებულნი.

Manchester Evening News-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” სერიოზულად განიხილავს 25 წლის ბრაზილიელის გადაბირების საკითხს და კაზემიროს პრემიერლიგაში გადასვლის შემთხვევაში გუნდში ყველაზე მაღალ ხელფასს ჰპირდება. ინგლისურ კლუბში ამჟამად ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოლ პოგბა გახლავთ.

“რეალის” მოთამაშით ინტერესდება ფრანგული “პარი სენ ჟერმენიც”, რომელიც მზადაა, ბრაზილიელისთვის “მანჩესტერთან” ორთაბრძოლაში ჩაერთოს.

მიმდინარე სეზონში კაზემირომ “რეალის” შემადგენლობაში 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანაც მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111249