ფეხბურთი

18:29 | 23.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: “მილანში” არასოდეს დავბრუნდები”

იტალიური “მილანის” ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობაზე Radio Uno-ს ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ “როსონერიმ” მას პოსტზე დაბრუნება რომ შესთავაზოს, არ დაბრუნდება, რადგან მას ახალ ხელმძღვანელობასთან გარკვეული ეჭვები აქვს.

“მილანის” ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩინელი მფლობელები რას ამბობენ? არაფერს! ცოტა რამ თუ არის ცნობილი. თქვენ, ჟურნალისტები მათზე ჭორაობთ, თუმცა “როსონერის” მომავალზე არაფერი იცით. არც მიკვირს.

ბოლო დროს “ინტერზე” უფრო ვსაუბრობთ, რადგან ეს გუნდი კარგ ფორმაშია.

შესაძლოა, სირცხვილია ამას რომ ვამბობ, თუმცა ვინც კლუბში ბერლუსკონის დროს მუშაობდა, მათ ხელში, “მილანი” ამხელა ინვესტიციის შემდგომ ამ სიტუაციაში არ აღმოჩნდებოდა.

ჩემი დაბრუნება “მილანში”? არა, ეს გამორიცხულია. კარიერის დასრულებამდე ერთ გუნდზე ვფიქრობდი, თუმცა გადავიფიქრე. კონტრაქტის დასრულებამდე 1 წელი დარჩა. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, სამწვრთნელო კარიერას დავასრულებ.

ამას წინათ “ნაპოლი”-“ინტერის” თამაშს ვუყურე, ასეთი კარგი თამაში იტალიაში კარგა ხანია არ მინახავს. მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გასულა, ვნახე ორი სხვადასხვა სტილის თამაში, რომელიც იყო ორგანული”, - განაცხადა კაპელომ, რომელიც ამჟამად ჩინურ “სუნინგს” თავკაცობს.

შეგახსენებთ, რომ კაპელო “მილანს 1991-1996 და 1997-1998 წლებში წვრთნიდა. იტალიელმა სპეციალისტმა “შავ-წითლებთან” ერთად ოთხჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, სამჯერ იტალიის სუპერთასი, თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115096