ფეხბურთი

17:18 | 23.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალო” სასურველ პოზიციაზეა

ეროვნული ლიგის 31-ე ტურში “საბურთალომ” 3:1 სძლია გორის “დილას” და მთლიანობაში, მესამე-მეოთხე წრეს ეს გუნდი მართლაც რომ კარგად ატარებს. ანუ, საუბარია სეზონის მეორე ნახევარზე.

დუბლი მიითვალა გუნდის კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა. მან პირველი ტაიმის ბოლოს საჯარიმო შეასრულა ტექნიკურად: ცოცხალ კედელს შემოატარა ბურთი, მეკარე მიხეილ მუჯრიშვილმა კი ბურთი გამოიტანა, მაგრამ გოლი ჩაითვალა – გვერდითმა მსაჯმა მიიჩნია, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა.

“რობის” (ხარაიშვილის მეტსახელი) მეორე გოლს რაც შეეხება, ვლადიმერ მამუჩაშვილის პასით პირისპირ დარჩა და გატანა არ გასჭირვებია. გორელები ამ დროს თამაშგარის შექმნას ცდილობდნენ.

კიდევ ერთი გოლი კი გიორგი კოხრეიძემ გაიტანა ახლო მანძილიდან. გიორგის ამ მომენტში ალბანელი მუეცისგან მიუვიდა ბურთი და ახლოდან შეაგდო.

“დილამ” ექს-საბურთალოელის გოლით შეალამაზა ანგარიში. გიორგი ფანცულაიამ გაიტანა და საბოლოოდ, 3:1.

გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი “საბურთალო” მეოთხე ადგილზეა და შესაძლოა, ევროპა ლიგაზეც გავიდეს. თუმცა, ამ პოზიციისთვის ბრძოლა მოუწევთ: აქვეა “ლოკომოტივი”, რომელიც ამ ტურის მატჩს დღეს, ქუთაისში ჩაატარებს და ახლოსაა “ჩიხურაც”. “დილა” კი მეშვიდე ადგილზეა და თუ ეს პოზიცია შეინარჩუნა, პლეი ოფში ჭიდილი არ მოუწევს.

ეროვნული ლიგა. 31-ე ტური

თბილისი. მიხეილ მესხი 2

საბურთალო – დილა 3:1 (1:0)

საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი (ცნობილაძე 46), თედორე გრიგალაშვილი, ნადარაია, ტერა (მამუჩაშვილი 51), თარხნიშვილი, ხარაიშვილი, კოხრეიძე (ვოლკოვი 70), მუეცი, შინდაგორიძე

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

დილა: მუჯრიშვილი, ქარქუზაშვილი, აბუბაქარი, ფოფხაძე, მორასი, ძარია (აშორტია 74), რაზმაძე, კირკიტაძე, წიქარიძე (პედრინიო 61), ნონიკაშვილი (ჰეიფორდი 53), ფანცულაია

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

გოლები: 1:0 ხარაიშვილი (45), 2:0 კოხრეიძე (58), 3:0 ხარაიშვილი (70), 3:1 ფანცულაია (84)

გაფრთხილება: თარხნიშვილი – წიქარიძე, ფოფხაძე, რაზმაძე

მსაჯი: ვადაჭკორია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10937