“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები კმაყოფილნი არიან მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს მუშაობით და პორტუგალიელ სპეციალისტს ახალ, 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, რომლის თანახმადაც, ჟოზე 65 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.
მოურინიოს “მანჩესტერთან” მიმდინარე კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. ბრიტანული გამოცემების ცნობით, 54 წლის მწვრთნელი მზადაა განიხილოს ახალი ხელშეკრულება.
პორტუგალიელმა ადრე განაცხადა, რომ “მანჩესტერი” მისი ბოლო კლუბი არ იქნება და ხაზი გაუსვა, რომ “პარი სენ ჟერმენის” გაწვრთნაზე უარს არ იტყოდა.