ფეხბურთი

14:28 | 23.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლოკომოტივი” განახევრებულია

თბილისის “ლოკომოტივი” დღეს, 18:00 საათზე, ქუთაისის “ტორპედოს” ეთამაშება რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე. გიორგი დევდარიანის გუნდის შემადგენლობა თითქმის განახევრებულია – ბევრი ფეხბურთელი აკლია.

დისკვალიფიკაცია აქვთ დავით სამურკასოვსა და ნიკა ჭანტურიას, ხოლო ტრავმა აწუხებთ ბექა ქურდაძეს, თემურ ღონღაძეს, გიორგი რეხვიაშვილს, ირაკლი კომახიძეს, გეგა დიასამიძეს, ვატო არველაძესა და მამია გავაშელიშვილს.

გარდა ამისა, როგორც იცით, ლევან ყენია სრული დატვირთვით ჯერ ვერ ვარჯიშობს, ხოლო რატი არდაზიშვილი ივნისში დაშავდა და წლეულს ვერ ითამაშებს.

დევდარიანს ახალბედა ფეხბურთელების დაწინაურება მოუწევს.

0.124773