საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტურის შეხვედრა ფოთის "კოლხეთსა" ქობულეთის "შუქურას" შორის, რომელიც დღეს 13:00 საათზე უნდა გამართულიყო, გადაიდო. მატჩის დელეგატისა და მსაჯების ცნობით, მასპინძელმა კლუბმა ვერ შეძლო "პარკი არენას" მატჩისთვის მომზადება.
როგორც ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით, საკითხი განსახილველად გადაეცემა სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტს, რომელიც დღეს საგანგებო სხდომას გამართავს.