ჩოგბურთი

13:23 | 23.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ათეული უცვლელად, ბასილაშვილი წინ მიიწევს

ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც პირველი ათეული უცვლელად გამოიყურება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ვენის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე სერგეი სტრახოვსკისთან დამარცხდა, რეიტინგში ორი საფეხურით დაწინაურდა. ქართველმა ჩოგბურთელმა 53-ე პოზიციაზე გადაინაცვლა და თავის საუკეთესო შედეგამდე (51-ე პოზიცია) ორი საფეხური აშორებს.

  1. რაფაელ ნადალი - 10 465 ქულა
  2. როჯერ ფედერერი – 8505
  3. ენდი მარეი – 5290
  4. მარინ ჩილიჩი – 4505
  5. ალექსანდრ ზვერევი – 4400
  6. დომინიკ ტიმი – 3935
  7. ნოვაკ ჯოკოვიჩი – 3765
  8. გრიგორ დიმიტროვი – 3650
  9. სტენ ვავრინკა – 3450
  10. დავიდ გოფინი – 2840

...

53. ნიკოლოზ ბასილაშვილი – 887

0.114928