ფეხბურთი

12:27 | 23.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

საჩხერის “ჩიხურას” მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა

საფეხბურთო კლუბ საჩხერის “ჩიხურას” მიკროავტობუსი, რომლითაც ფეხბურთელები ბათუმში გუშინ ჩატარებული მატჩის შემდეგ თბილისში მიემგზავრებოდნენ, ხაშურთან ახლოს ავარიაში მოყვა.

კლუბის ხელმძღვანელთა განცხადებით, ავარიის შედეგად დაშავდა გუნდის კაპიტანი შოთა კაშია. ფეხბურთელს ლავიწის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა და თბილისში უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. მიკროავტობუსში მყოფ სხვა პირებს სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ.

0.113014