თუკი სხვა ფეხბურთელთა ცნობილი ცოლები სულ იმის საფიქრალში არიან, რაიმე გასაგიჟებელი ამბით როგორ შეახსენონ თავი საზოგადოებას, კოლუმბიელი მობურთალის, ხამეს როდრიგესის ცოლი, დანიელა ოსპინა ქველმოქმედებითაა გატაცებული და კვირა ისე არ გავა, რიამე საქველმოქმედო აქციაში რომ არ მიიღოს მონაწილეობა.
არა, არ იფიქროთ, რომ დანიელას არ უყვარს “ბრჭყვიალა“ საზოგადოებაში ტრიალი. პირიქით - როდესაც ამის შესაძლებლობა აქვს, მშვენივრადაც “სვეცკაობს“ და არც ფოტოკამერების წინ პოზირებას ერიდება, მაგრამ მშვენიერ დანიელას მთავარ საქმედ მაინც ქველმოქმედება გაუხდია და ამ სიტყვის ხმარების დროს ცხადია, მაინცდამაინც პაატა ბურჭულაძე არ უნდა გაგვახსენდეს.
ვინც ჯერ არ იცით გეტყვით, რომ დანიელა ოსპინა ცნობილი გოლკიპერის, დავიდ ოსპინას ღვიძლი და არის და ეს ქალი საფეხბურთო სამყაროში ბავშვობიდან ტრიალებს. სხვათა შორის, დავიდ ოსპინა მაინცდამაინც არ იყო გახარებული დანელამ თავისი ბედი ხამესს რომ დაუკავშირა, მაგრამ ახლა უკვე რაღა დროს ესაა...