ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას მეხუთე ტურში “უნიკახამ” მადრიდში, “რეალს” სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დამარცხდა – 85:99.
მალაგელთა სასტარტო ხუთეულში იყო გიორგი შერმადინი. ქართველმა ცენტრმა საბოლოოდ 19:26 წუთი ითამაშა და ასეთი სტატისტიკით დაასრულა შეხვედრა: 9 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 3 დაფარება.
გიორგიმ ექვსიდან სამი ორქულიანი და ოთხიდან 3 საჯარიმო ჩააგდო. ორჯერ კი ბურთი მეტოქის ფარიდან მოხსნა.
მალაგას “უნიკახას” ხუთ ტურში სამი მოგების საპირისპიროდ ორი წაგება აქვს. ანდალუზიელები მომდევნო ტურში 29 ოქტომბერს, “ესტუდიანტესს” უმასპინძლებენ.