ფეხბურთი

1:20 | 23.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

სამის სამიანი, "სამოსანი" მსაჯი, "მილანისა" და ბონუჩის ფიასკო (+VIDEO)

სამიანების დღე იყო სერია A-ში – სამი ხედირას სამმა გოლმა “იუვენტუსს” სამი ქულა მოუტანა და იმავე “იუვენტუსმა” ლიდერ “ნაპოლისთან” ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირა. ლეონარდო ბონუჩიმ “სამიანზე ითამაშა” და სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის საფრთხის ქვეშაა. “სამოსანი” იყო “უდინეზე” – “იუვენტუსის” მატჩის მთავარი მსაჯი დანიელე დოვერი, ხოლო “ბენევენტო” გაუგრებაშია და სერია A-ს ანტირეკორდი დაამყარა. მოკლედ, საინტერესო ამბები დატრიალდა მეცხრე ტურში.

“ნაპოლისა” და “ინტერის” უგოლო ფრის მერე “იუვენტუსს” სხვა გზა მოჭრილი ჰქონდა – უდინეში უნდა მოეგო. “დაჩია არენაზე” მართლაც დიდებული სანახაობა იყო. ლუიჯი დელ ნერის გუნდმა დანიელე რუგანის შეცდომით ისარგებლა და მალევე წინ გავიდა. სტიპე პერიცას შეჩერება ვერავინ შეძლო. “იუვეს” 13 წუთი დასჭირდა, რომ დაწინაურებულიყო – ჯერ სამირმა კარგა გვარიანად მოიქნია თავი და თავიც დაკარგა: საკუთარ კარში შეაგდო. მერე სამი ხედირამ ასევე თავით, უკვე სწორი მიმართულება მისცა ბურთს. 26-ე წუთზე მომხდარი ეპიზოდი კი, განსჯის საკითხი გახდა: ალი ადნანმა მარიო მანჯუკიჩი წააქცია და დანიელე დოვერის პენალტის დანიშნვა მართებდა. მაგრამ, არბიტრმა ეპიზოდი გაატარა – სამაგიეროდ, ერაყელმა მცველმა ხორვატის პროვოცირება სცადა და საქმე ხუთიანზე შეასრულა: ემოციურმა მანჯუკიჩმა ჯერ მეტოქესთან კამათისთვის, მერე მსაჯთან შელაპარაკებისთვის ორი ყვითელი ბარათი მიიღო და საკუთარი გუნდი დააღალატა. საქმეში არ ჩარეულა ვიდეორეფერი, რომლის გამოყენების შემთხვევაში მანჯუკიჩი გაძევების ნაცვლად პენალტს მოუტანდა “იუვეს”, მაგრამ... კაცნაკლული სტუმრები კი მასპინძლებმა თავის საჯარიმოს მიაჯაჭვეს და რომ არა ჯიჯი ბუფონის მაღალი კლასი რიგ ეპიზოდებში ანგარიში პირველივე ტაიმში გათანაბრდებოდა.

სამაგიეროდ მეორე ტაიმის დაწყება და “უდინეზეს” გოლი ერთი იყო – სტუმარ მცველებს ჩაეძინათ და დანილომ ახლოდან გაიტანა. თითქოს, უდინელებს ყველაფერი ჰქონდათ საიმისოდ, რომ მესამეც შეეგდოთ, მაგრამ თურმე ასე არ ყოფილა. მალევე, ასევე სტანდარტის მერე დანიელე რუგანიმ “იუვე” დააწინაურა, ხოლო მერე ფეხბურთს ერთი გუნდი თამაშობდა: სამი ხედირამ იმავე რუგანის პასით 58-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. თამაშის ბოლოს ტურინელებმა კიდევ ორჯერ შეაგდეს. ჯერ ხედირამ გაიფორმა კარიერაში პირველი ჰეთ-თრიქი, მერე კი შორიდან მირალემ პიანიჩმა ჩააჭედა “უდინეზეს” კუბოში ბოლო ლურსმანი – 2:6. “იუვენტუსმა” 6 გოლი 2012 წლის მერე პირველად გაიტანა. საერთოდაც, ტურინული გრანდი მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე შედეგიანია (27 გოლი). ამდენი გოლი “იუვეს” 9 ტურისთვის 1960 წლის მერე არასდროს გაუტანია. თუმცა, მისთვის არადამახასიათებლად თამაშობს დაცვაში – 9 გოლი უკვე გაუშვა და ეს ყველაზე ცუდი შედეგია 2003 წლის მერე. ამასობაში მასიმილიანო ალეგრის გუნდი “ნაპოლის” 3 ქულამდე, ხოლო “ინტერს” 1 ქულამდე მიუახლოვდა. ისე კი, მართლაც ჩინებული შედეგია – “იუვემ” რიცხობრივ უმცირესობაში მეტოქეს 4 გოლი გაუტანა.

“რომაც” ჩინებულად მიდის – ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა “ტორინო” მისსავე მოედანზე დაამარცხა – 1:0. გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის შუაწელს ალექსანდრ კოლაროვმა გაიტანა ჯარიმით. სერბს მიმდინარე სეზონში ორი გოლი დაუგროვდა საჯარიმოდან და ეს საუკეთესო შედეგია წელს. ბედის ირონიაა, რომ კოლაროვმა ეს ულამაზესი ჯარიმა სინიშა მიხაილოვიჩის გუნდს გაუტანა. იმ მიხაილოვიჩის, რომელიც ჯარიმების დიდოსტატი გახლდათ და თან, ისიც სერბია. “რომას” 18 ქულა აქვს, მაგრამ თამაში მარაგში და იქვეა, სამეულთან... სხვათა შორის, “ჯალოროსიმ” მიჯრით მე-11 მატჩი მოიგო სტუმრად და ამით პირადი რეკორდი დაამყარა.

კვლავ დიდებულია ჩირო იმმობილე და დიდებულია რომის “ლაციოც” – იმმობილემ “კალიარის” ორი გოლი პირველივე ტაიმში გაუტანა და ყველაფერს წერტილი დაუსვა. მეორე ტაიმში ბასტოსის გოლი მხოლოდ საკონტროლო გასროლას ჰგავდა. “ლაციო” 22 ქულით ლიდერთა მარაქაშშია და ასე თუ გააგრძელებს, ვინძლო დიდ შედეგსაც მიაღწიოს. ჩირო იმმობილემ კი, მორიგი დუბლსი ხარჯზე ბომბარდირთა დავაში უპირატესობა კიდევ უფრო გაიმაყარა: + სამი გოლი უახლოეს მდევარ პაულო დიბალასთან.

ცუდადაა “მილანისა” და განსაკუთრებით, ვინჩენცო მონტელას საქმე – ვინ იცის, “აეროპლანინო” სულ მალე ახალი სამსახურის ძიებაში იყოს. “სან სიროზე” “ჯენოასთან” მხოლოდ ერთი რამ იყო: ბევრი სტვენა მასპინძელი ტიფოზებისგან. მილანისტებს იმედი უკვე გაუცრუვდათ და სიმართლე რომ ვთქვათ, ყელშიც ამოუვიდათ თავიანთი საყვარელი გუნდის ასეთი გულგრილი და ფანტაზიას მოკლებული თამაში. “მილანი” სცდილობდა “ჯენოას” კართან ხიფათის შექმნას, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ახლა ყველა ლეონარდო ბონუჩის აკრიტიკებს – “როსონერის” ახალი კაპიტანი ისედაც ამაზრზენად თამაშობს სეზონის სტარტზე და გენუელებთან ყველაფერს გვირგვინი დაადგა – 25-ე წუთზე მეტოქეს სახეში იდაყვი უთავაზა და წითელი ბარათი უჩვენეს. ახლა, ლეო სასჯელის მოლოდინშია: შესაძლოა მას ერთმატჩიან დისკვალიფიკაციაზე მეტი მისცენ და ეს იმას ნიშნავს, რომ წარსულს ვერ დაპუპირსპირდება – ერთ კვირაში “მილანი” “იუვენტუსის” თამაშია. მოკლედ, დაველოდოთ ერთის მხრივ სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას და მეორეს მხრივ, “მილანის” ხელმძღვანელობის – მონტელას საქმე არ უნდა იყოს მთლად საიმედოდ... ლომბარდიული გრანდი კი შავ დღეშია: მე-11 ადგილი და ოთხეულთან 9 ქულიანი ჩამორჩენა 9 ტურის თავზე მართლაც ბევრია...

ეს, “ბენევენტო” ვინ ყოფილა?! – ვინ ყოფილა და ელიტისთვის მოუმზადებელი და შეუფერებელი. ყოველშემთხვევაში სერია A-ს დებიუტანტმა სერია A-ს ყველა დროის ანტირეკორდი დაამყარა. აქამდე, სტარტზე ცხრიდან 9 თამაში არავის ჰქონდა წაგებული და ეს პირველმა “ბენევენტომ” მოახერხა – “ჯალოროსი” ამჯერად შინ “ფიორენტინას” დაუხვდა და რა გასაკვირია, რომ ვერც ვერაფერს გამორჩა გარდა ანტირეკორდისა – 0:3.

სხვა მატჩებიდან გამოვყოთ “ატალანტას” სამი ქულა შინ “ბოლონიასთან” და “სასუოლოს” საგარეო გამარჯვება “სპალთან”.

“კიევო” – “ვერონა” 3:2 (2:1)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 15 000

“კიევო” (4-3-1-2): სორენტინო; კაჩატორე, გამბერინი, დაინელი, გობი; კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; ბირსა; ინგლეზე (სტეპინსკი 80), პუჩარელი (პელისიერი 62)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“ვერონა” (4-3-3): ნიკოლასი; კასერესი, კარაჩოლო, სუპრაიენი, ფარეში; რომულო, ძუკულინი, ბესა; ჩერჩი (ბუჩელი 46), პაცინი (კინი 70), ვერდე (ლი 77)

მწვრთნელი: ფაბიო პეკია

გოლები: 0:1 ვერდე (6), 1:1 ინგლეზე (23), 2:1 ინგლეზე (30, პენ), 2:2 პაცინი (55, პენ), 3:2 პელისიერი (73)

გაფრთხილება: ჰეტემაი (49), გამბერინი (54) – ძუკულინი (22, 40), ბესა (49)

გაძევება: ძუკულინი (40)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (11) – 5 (3) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: როზარიო აბისო

“მილანი” – “ჯენოა” 0:0 (0:0) VIDEO

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 47 219

“მილანი” (3-4-2-1): დონარუმა; ძაპატა, ბონუჩი, როდრიგესი; ბორინი, კესი, ბილია, ბონავენტურა (კალაბრია 67); სუსო, ჩალჰანოღლუ (რომანიოლი 26); კალინიჩი (კუტრონე 84)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“ჯენოა” (3-5-2): პერინი; იცო, როსეტინი, ძუკანოვიჩი; როზი (ლაზოვიჩი 52), რიგონი (რიჩი 77), ველოზუ, ბერტოლაჩი, ლაქსალტი; ტაარაბტი, გალაბინოვი (ლაპადულა 52)

მწვრთნელი: ივან იურიჩი

გაფრთხილება: ძუკანოვიჩი (40), ტაარაბტი (61)

გაძევება: ბონუჩი (25)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (9) – 9 (1) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

“ატალანტა” – “ბოლონია” 1:0 (0:0)

ბერგამო, “ატლეტი აძური”

მაყურებელი: 18 205

“ატალანტა” (3-4-1-2): ბერიშა; მაზიელო, კალდარა, პალომინო; კასტანიე, დე რუნი, ფროილერი, სპინაცოლა (გოსენსი 78); კრისტანტე (კორნელიუსი 51); ილიჩიჩი, პეტანია (კურტიჩი 66)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; ტოროსიდისი (კრაფტი 25), გონსალესი, ჰელანდერი, მაზინა; პოლი, პულგარი, დონსა; ვერდი, პალასიო (დესტრო 72), დი ფრანჩესკო (დე მაიო 59)

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლი: 1:0 კორნელიუსი (71)

გაფრთხილება: კალდარა (14), ილიჩიჩი (30), დე რუნი (40) – მაზინა (42), პალასიო (56), გონსალესი (74, 80)

გაძევება: გონსალესი (80)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 3 (2) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 9:3 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: ფაბიო მარესკა

“ბენევენტო” – “ფიორენტინა” 0:3 (0:1)

ბენევენტო, “ჩირო ვიგორიტო”

მაყურებელი: 10 881

“ბენევენტო” (4-3-1-2): ბრინიოლი; გიამფი, ვენუტი, ჯიმშიტი, ლეტიცია; ჩიბსა, კატალდი (კანუტე 82), მემუშაი; ვიოლა; იემელო (არმენტეროსი 56), ჩიჩირეტი (ლომბარდი 70)

მწვრთნელი: მარკო ბარონი

“ფიორენტინა” (4-2-3-1): სპორტიელო; ლაურინი, პეცელა, ასტორი, ბირაგი; ბადელი, ვერეტუ (კრისტოფორო 82); კიეზა (ლო ფასო 71), ტერო, ბენასი; სიმეონე (ბაბაკარი 46)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლები: 0:1 ბენასი (18), 0:2 ბაბაკარი (47), 0:3 ტერო (66, პენ)

გაფრთხილება: ჩიბსა (40), კატალდი (66) – პეცელა (45)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 14 (9) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

“სპალი” – “სასუოლო” 0:1 (0:1)

სპალი, “პაოლო მაცა”

მაყურებელი: 11 000

“სპალი” (3-5-2): გომისი; ვაეისანენი (ბონაცოლი 84), ვიკარი, ფელიპე; ლაძარი, სკიატარელა, ვივიანი, მორა (რიცო 69), კოსტა; ანტენუჩი, ბორიელო (პალოსკი 63)

მწვრთნელი: ლეონარდო სემპლიჩი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა, კანავარო, აჩერბი, პელუზო; მისიროლი, მანიანელი, დანკანი (სენსი 47); ბერარდი, ფალჩინელი (რაგუზა 79), პოლიტანო (კასატა 87)

მწვრთნელი: კრისტიან ბუკი

გოლი: 0:1 პოლიტანო (1)

გაფრთხილება: ბორიელო (18), სკიატარელა (64), ვივიანი (76) – პელუზო (10), დანკანი (38), სენსი (49)

გაძევება: კასატა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 11 (6) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 10:3 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: მიშელ ფაბრი

“ტორინო” – “რომა” 0:1 (0:0) VIDEO

ტურინი, “გრანდე ტორინო”

მაყურებელი: 17 000

“ტორინო” (4-2-3-1): სირიგუ; დე სილვესტრე, ნ’კულუ, მორეტი, მოლინარო (ბარეკა 65); რინკონი, ბაზელი (ვალდიფიორი 82); იაგო ფალკე, ლიაიჩი, ნიანგი (ბოიე 74)

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“რომა” (4-3-3): ალისონი; ფლორენცი (ბრუნო პერესი 86), ჟუან ჟესუსი, მორენო, კოლაროვი; სტროტმანი, დე როსი, პელეგრინი (ჯენგიზ უნდერი 63); ნაინგოლანი, ჯეკო, ელ შაარავი (პეროტი 80)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლი: 0:1 კოლაროვი (69)

გაფრთხილება: ნიანგი (64) – ალისონი (78)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (1) – 13 (5) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 0:5 თამაშგარე: 6:3

მსაჯი: ანტონიო დამატო

“უდინეზე” – “იუვენტუსი” 2:6 (1:2) VIDEO

უდინე, “დაჩია არენა”

მაყურებელი: 22 100

“უდინეზე” (4-3-3): ბიძარი; ალი ადნანი (ლარსენი 72), დანილო, ნუიტინკი, სამირი (პეცელა 67); ფოფანა, ჰალფრედსონი, იანკტო; დე პაული, მაქსი ლოპესი, პერიცა (ბაიჩი 82)

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; ლიხშტაინერი (ბერნარდესკი 89), რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი; კუადრადო (ბარძალი 78), დიბალა (დუგლას კოშტა 67), მანჯუკიჩი; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 1:0 პერიცა (8), 1:1 სამირი (14, ა.გ), 1:2 ხედირა (21), 2:2 დანილო (48), 2:3 რუგანი (52), 2:4 ხედირა (59), 2:5 ხედირა (87), 2:6 პიანიჩი (90)

გაფრთხილება: ალი ადნანი (26), სამირი (32), პერიცა (51), დანილო (55), ჰალფრედსონი (58), ფოფანა (83) – მანჯუკიჩი (26, 26), კუადრადო (61)

გაძევება: მანჯუკიჩი (26)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 9 (7) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 1:6 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: დანიელე დოვერი

“ლაციო” – “კალიარი” 3:0 (2:0)

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 25 000

“ლაციო” (3-5-1-1): სტრაკოშა; ბასტოსი, დე ვრეი, რადუ (ლუის ფელიპე 70); მარუშიჩი (კაისედო 78), პაროლო, ლუკას ლეივა (მურჯია 57), მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი; ლუის ალბერტო; იმმობილე

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

“კალიარი” (4-3-1-2): კროსტა; რომანია, ანდრეოლი, პისაჩენე, დესენა (ფარაგო 64); იონიტა, ბარელა, პადოინი (მიანგუე 76); ჟოაო პედრო; ფარიასი, საუ (პავოლეტი 58)

მწვრთნელი: დიეგო ლოპესი

გოლები: 1:0 იმმობილე (7, პენ), 2:0 იმმობილე (41), 3:0 ბასტოსი (49)

გაფრთხილება: ლუკას ლეივა (30) – ანდრეოლი (29), დესენა (51), ფარიასი (72), პავოლეტი (80)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 12 (7) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 3:5

მსაჯი: ლუკა პაირეტო

ბომბარდირები: ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 13 გოლი, პაულო დიბალა (“იუვენტუსი”) – 10, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 9, ედინ ჯეკო (“რომა”) – 7, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 7.

თეგებისერია A
0.570659