ძიუდო

21:08 | 22.10.2017 | ნანახია 1524 - ჯერ

გუნდური სამეული ქართველების გარეშე შეივსო

ძიუდოში მსოფლიოს 2017 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი იაპონიის ჰიმნით დაგვირგვინდა. ოთხდღიანი ინდივიდუალური შეჯიბრების შემდეგ, დღეს, ზაგრებულ ტატამზე გუნდურ პირველობაზე გათამაშდა მედლები და უმაღლეს ტიტულს სწორედ იაპონიის ახალგაზრდული ნაკრები დაეუფლა.

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის 16 მონაწილეს შორის საქართველოს ვაჟთა და გოგონათა შერეული ნაკრებიც იყო, მაგრამ ტურნირს საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა, ჰოლანდიასთან მარცხით.

ქართველმა ძიუდოისტებმა რვა შეხვედრიდან ხუთი წააგეს. აქედან ერთი უბრძოლველად, რადგან გოგონებს შორის, 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართულ განაცხადში არავინ იყო. თემურ ნოზაძემ (60 კგ), ტატო გრიგალაშვილმა (73 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) თავიანთ პირად შეხვედრებში იმარჯვეს. ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), მარიამ ჭანტურიამ (63 კგ), სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ) და გელა ზაალიშვილმა (+90 კგ) კი წარუმატებლად იჭიდავეს და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მერვედფინალში ჩარჩა.

ჰოლანდელებმა შემდეგ ეტაპებზე უზბეკეთისა (5:3) და გერმანიის (5:3) ნაკრებები ჩამოიშორეს და საჩემპიონო ბრძოლაში იაპონიასთან უშანსოდ წააგეს - 1:5. მესამე საპრიზო ადგილები გერმანიისა და რუსეთის ნაკრებებმა დაიკავეს.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:50 | 06.10.2018
BATIGOLI 9. (4375)

ოქროს ბურთები რომ მოაგროვე მანდაც ზუსტად პერესის ხელი ერია

17:12 | 08.10.2018
cerber1 (1064)

Kai raa

23:30 | 06.10.2018
sabonis (9584)

ფაქტიურად კრისტიანომ ამ განცხადებით აღიარა ყველაფერი ჩაწყობითაა და ტყუილად ვკამათობთ და ვიშლით ნერვებს არა ეს მოიგებს, არა ის და ა.შ. დდდ

21:44 | 06.10.2018
sabonis (9584)

არადა დრო იყო მამასავით აწოვებდა ძუძუსა.დდდდდ

21:27 | 06.10.2018
giorgi_1981 (462)

მაგი არუნდა გეღიარებია რონი იმირომტომ გამოდის 3 ლიგის უკანაც პერესი ბიძია დგას და ის ოქროს ბურთები როდაყარე პანტაპუნტით არცერთი არ შეგხვდებოდა ლიგის გარეშე აჰა მაქსიმუმ ერთი შეგხვედროდა ევროპის ჩემპიონატის მერე

19:53 | 06.10.2018
SHEDE-CHAACHYAPUNE (108)

პერესს შე ღორო დრაკულას ტრაწი უნდა დაგალევიოს კაცმა

19:18 | 06.10.2018
O. Mertskhali (8101)

16:45 | 06.10.2018
SHEDE-CHAACHYAPUNE (108)

ეგრეცაა პერესის აჩკებზე რო მიასხა რაჩკაპურმა ბრინჯიანი ტრაწი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069462
1524