ფეხბურთი

18:15 | 22.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

L’Equipe – ნეიმარმა და ემერიმ იჩხუბეს

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ და ფეხბურთელმა ნეიმარმა იჩხუბეს. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა L’Equipe ავრცელებს.

როგორც წყარო გვამცნობს, ესპანელსა და ბრაზილიელს შორის სიტყვიერი შელაპარაკება “ანდერლეხთან” მატჩის შემდეგ მოხდა. კერძოდ, ბელგიელებთან თამაშის შემდეგ, ემერის ფეხბურთელებისთვის სირბილი დაუვალებია აღდგენითი ვარჯიშის სახით, მაგრამ ამან ნეიმარის გაცხარება გამოიწვია – ემერის გამოელაპარაკა და გაბრაზებულამ ბურთიც იქვე გადააგდო.

ჯერჯერობით ამის თაობაზე კლუბს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ეს კი, ნეიმარის ირგვლივ უკვე მეორე სკანდალური ინფორმაციაა. აქამდე ნეიმარსა და ედინსონ კავანს შორის უთანხმოებაზე ხშირად იწერებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108903