მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მიიჩნევს, რომ დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი არაა. ამის შესახებ ფრანგმა კომენტარი ფიფას დაჯილდოვების წინ გააკეთა.
“არ ვფიქრობ, რომ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ვარ. უბრალოდ, გამიმართლა, რომ ვმუშაობ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში, რომელსაც საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავს. მსიამოვნებს ჩემი საქმის კეთება, ეს ნამდვილი ვნებაა.
თუ ჯილდოს მოვიგებ, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიქნები, მაგრამ ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ საუკეთესო მწვრთნელი მსოფლიოში მე ვარ”, - თქვა ზიდანმა.
ფიფას გალადაჯილდოვების ცერემონია 23 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება. სწორედ იქ გაირკვევა 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა. ზიდანის კონკურენტები კი “იუვენტუსის” თავკაცი მასიმილიანო ალეგრი და “ჩელსის” დამრიგებელი ანტონიო კონტე იქნებიან.