ფეხბურთი

21:18 | 22.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

იმობილემ და სტრაკოშამ "ლაციოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივეს

"ლაციომ" ჩირო იმობილეს და ტომას სტრაკოშას კონტრაქტები 2022 წლის ივლისამდე გაუხანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია სერია A-ს კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ალბანელი მეკარე რომაულ გუნდში 2012 წლიდან თამაშობს, ხოლო იმობილე "სევილიადან" "ლაციოში" 2016 წელს გადავიდა. გასულ სეზონში იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა 41 მატჩში 26 გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარე სეზონში 12 შეხვედრაში თავი 15-ჯერ გამოიჩინა.

0.13337