მონაკოში მიმდინარეობს ევროპის პირველობა სწრაფ ჭადრაკში ქალთა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობენ კონტინენტის უძლიერესი მოჭადრაკეები, მათ შორისაა ევროპის მოქმედი ჩემპიონი სწრაფ ჭადრაკში ნანა ძაგნიძე.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად ტარდება და 2 დღე გაგრძელდება. მეტოქეებს თითოეულ პარტიაზე 15 წუთი აქვთ +10 წამიანი დამატებით.
5 ტურის შემდეგ ასპარეზობას ერთპიროვნულად ლიდერობს რუსეთი ეროვნული ნაკრების წევრი ვალენტინა გუნინა. მას ნახევარი ქულით ჩამორჩება ნანა ძაგნიძე. მომდევნო ტურში სწორედ მათი შეხვედრა იქნება ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლაში გადამწყვეტი.