ფეხბურთი

2:02 | 22.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერთა უგოლო ფრე "იუვენტუსის" სასარგებლოდ

იტალიის სერია A-ს IX ტურის მთავარი ინტრიგა ნეაპოლში იყო – “სან პაოლოზე” ერთმანეთს ორი ლიდერი და ორი დიდებულ ფორმაში მყოფი გუნდები, “ნაპოლი” და “ინტერი” დაუპირისპირდნენ.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ძალიან დაძაბული და უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა კამპანიაში. მატჩის მნიშვნელობას თითოეული ეპიზოდი გვამცნობდა. გუნდები არაფერს თმობდნენ და ალბათ, ამანაც განაპირობა ის შედეგი, რომელიც საბოლოოდ დაფიქსირდა – 0:0.

მთლიანობაში “ნაპოლი” უპირატესობას ფლობდა და მეტი საგოლე მომენტიც შექმნა. მაურიციო სარის გუნდი ჩვეულ სტილში თამაშობდა – მაქსიმალურად ტვირთავდა ფლანგებს და მეტოქის საჯარიმოსთან ხშირად მიმართავდა აქტიურ პრესინგს. ნეაპოლელებს დაწინაურება პირველივე ტაიმში შეეძლოთ წინ გასვლა, მაგრამ სამირ ჰანდანოვიჩი ერთ ეპიზოდში ორჯერ გაისარჯა დიდებულად: ჯერ ხოსე კალეხონს აუღო, მერე დრის მერტენსაც არ დაანება გატანა. ერთხელ ლორენცო ინსინიე იყო ახლოს კართანაც და მიზანთანაც, მაგრამ ისევ სლოვენიელი ჩაერია საქმეში.

საპასუხოდ, “ინტერნაციონალეს” პირველ ნახევარში შეტევით ფაზაში დიდი არაფერი გამოსდიოდა. სამაგიეროდ, მეორე ნახევრის დაწყება და სტუმართა მწვავე იერიში ერთი იყო – მატიას ვესინო მეკარეს გასცდა, თუმცა ცარიელი კარიდან მასპინძლებმა ბურთი გამოიტანეს. მერე, ისევ “ნაპოლი” დაბრუნდა თამაშში და მერე ისევ სამირ ჰანდანოვიჩი იყო შეუდარებელი. საბოლოო შედეგი კი, ალბათ უფრო მაინც ლოგიკური იყო. “ნაპოლიმ” და “ინტერმა” ქულები დაკარგეს, მაგრამ წაუგებელ სერიას ისევ აგრძელებენ.

სხვათა შორის, “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ამ დაპირისპირებაში სწორედ ფრე ისურვა და როგორც ხედავთ, სურვილი აუხდა. ახლა, “იუვეს” შანსი აქვს კონკურენტებთან სხვაობა ორი ქულით შეამციროს. ამისათვის “ბებერ ქალბატონს” “უდინეზეს” დამარცხება სჭირდება.

მეცხრე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა კი გენუაში შედგა – “სამპდორიამ” “კროტონე” მიიღო და კარგი მასპინძლები ნამდვილად არ გამოდგა. სტუმარი გუნდი 5:0 გააცამტვერა. საერთოდ, ლიგურიელები ჩინებულ ფორმაში არიან და უკვე მეხუთე ადგილზე მოახერხეს დამკვიდრება.

“სამპდორია” – “კროტონე” 5:0 (3:0)

გენუა, “ლუიჯი ფერარისი”

მაყურებელი: 25 000

“სამპდორია” (4-3-1-2): პუჯიონი; სალა, სილვესტრე, ფერარი, სტრინიჩი (მურუ 67); პრატი, ტორეირა, ლინეტი; კაპრარი (კოვნაცკი 75); ძაპატა, კვალიარელა (რამირესი 55)

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“კროტონე” (4-4-2): კორდაზი; სამპრისი, აჯეტი (შიმიჩი 46), ჩეკერინი, პავლოვიჩი; ბარბერისი, იცკო (ტროტა 60), მანდრაგორა, სტოიანი; ნალინი (კროჩიატა 77), ბუდიმირი

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

გოლები: 1:0 ფერარი (3), 2:0 კვალიარელა (11, პენ), 3:0 კაპრარი (38), 4:0 ლინეტი (71), 5:0 კოვნაცკი (76)

გაფრთხილება: ტორეირა (25) – ბუდიმირი (6), სტოიანი (26), მანდრაგორა (41)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (5) – 7 (2) ბურთის ფლობა: 66%-34% კუთხურები: 4:0 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

“ნაპოლი” – “ინტერი” 0:0 (0:0)

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 70 000

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი (როგი 76), ჟორჟინიო, ჰამშიკი (ზიელინსკი 72); კალეხონი, მერტენსი, ინსინიე (ოუნა 80)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, შკრინიარი, მირანდა, ნაგატომო; გალიარდინი, ვესინო; კანდრევა (კანსელო 82), ბორხა ვალერო (ჟოაო მარიო 71), პერიშიჩი; იკარდი (ედერი 87)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გაფრთხილება: კულიბალი (90) – მირანდა (66)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (6) – 7 (4) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: ლუკა ბანტი

ბომბარდირები: ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 11 გოლი, პაულო დიბალა (“იუვენტუსი”) – 10, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 9, ედინ ჯეკო (“რომა”) – 7, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 7.

თეგებისერია A
0.110962