არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სერხიო აგუერო "მანჩესტერ სიტის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში ერიკ ბრუკს გაუთანაბრდა. სამხრეთამერიკელმა პრემიერლიგის მეცხრე ტურში "ბარნლის" 1 გოლი გაუტანა და "ქალაქელების" მაისურით ყველა ტურნირზე 177-ე გოლი იზეიმა.
"სიტიმ" კი მატჩი 3:0 მოიგო და მეორეადგილოსან "მანჩესტერ იუნაიტედს" ახლა უკვე 5 ქულით უსწრებს. "ქალაქელებს" რვა თამაში აქვთ მოგებული. პეპ გვარდიოლას გუნდს ქულები მხოლოდ "ევერტონმა" მეორე ტურში (1:1) დააკარგვინა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია