ფეხბურთი

19:11 | 21.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ურუგვაის ნაკრებში ლუის სუარესი არ გამოიძახეს

ურუგვაის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს. “სელესტეს” მთავარმა მწვრთნელმა ნოემბერში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის გუნდში 23 ფეხბურთელს უხმო.

საინტერესოა, რომ განაცხადში ვერ მოხვდა “ბარსელონას” ლიდერი ლუის სუარესი. თუმცა ამის მიზეზი მუხლის ქრონიკული ტრავმაა, რომელიც ურუგვაელ ფორვარდს მიმდინარე სეზონში აწუხებს.

სხვა მხრივ კი, ურუგვაის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ფერნანდო მუსლერა (“გალათასარაი”, თურქეთი), მარტინ სილვა (“ვასკუ და გამა”, ბრაზილია), მარტინ კამპანია (“ინდეპენდიენტე”)

მცველები: დიეგო გოდინი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ხოსე მარია ხიმენესი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), მაურისიო ლემოსი (“ლას პალმასი”, ესპანეთი), სებასტიან კოატეში (“სპორტინგი”, პორტუგალია), გასტონ სილვა (“ინდეპენდიენტე”), მარტინ კასერესი (“ვერონა”, იტალია), მაქსი პერეირა (“პორტუ”, პორტუგალია)

ნახევარმცველები: მატიას ვესინო (“ინტერი”, იტალია), რიდრიგო ბენტანკური (“იუვენტუსი”, იტალია), ფედერიკო ვალვერდე (“დეპორტივო”, ესპანეთი), ეგიდიო არევალო რიოსი (“რასინგი”), ნიკოლას ლოდეირო (“სიეტლი”, აშშ), კარლოს სანჩესი (“მონტერეი”, მექსიკა), ნაიტან ნანდესი (“ბოკა ხუნიორსი”, არგენტინა), ჯორჯიან დე არასკაეტა (“კრუზეირო”, ბრაზილია)

თავდამსხმელები: ედინსონ კავანი (პსჟ, საფრანგეთი), კრისტიან სტუანი (“ჟირონა”, ესპანეთი), მაქსი გომესი (“სელტა”, ესპანეთი), ჯონატან უეტაბისკაია (“პაჩუკა”, მექსიკა), გასტონ პერეირო (პსვ, ჰოლანდია)

ურუგვაის ნაკრები 10 ნოემბერს, პოლონეთის ნაკრებს შეხვდება ამხანაგურად, ხოლო 14 ნოემბერს, ავტრიასთან მოსინჯავს ძალებს.

0.119587