ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველმა პედრო როდრიგესმა “არისტოკრატების” მიერ გატანილი გოლების რიცხვი დაამრგვალა და პრემიერ ლიგის მე-9 ტურში “უოტფორდთან” მე-12 წუთზე გატანილი გოლით “ლურჯებს" 8 000 გოლი დაუგროვდათ ყველა ტურნირის ჩათვლით. ხსენებული შედეგის დაგროვებას "ჩელსი" 112 წელი მოუნდა.
30 წლის ესპანელმა აზარის პასით ულამაზესი გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი პედროსთვის ეს მეორე გოლია.
აღნიშნული შეხვედრა ანტონიო კონტეს გუნდის გამარჯვებით (4:2) დასრულდა.