კატალონიის “ბარსელონას” ბილბაოს “ატლეტიკის” ახალგაზრდა და ნიჭიერი მცველის უნაი ნუნესის დამატება უნდა. აღნიშნულ ინფორმაციას Sport.es-ი ავრცელებს.
20 წლის ესპანელს “ბილბაოსთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება. ტრანსფერმარკეტის მონაცემებით ახალგაზრდა მოთამაშის ღორებულება 300 ათას ევროს შეადგენს.
მიმდინარე სეზონში ნუნესმა “ატლეტიკის” შემადგენლობაში 8 მატჩი ჩაატარა და არც თუ ისე ურიგოდ.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიური კლუბი მანჩესტერ “იუნატედის” 21 წლის ფორვარდით ანტონი მარსიალის შეძენით არის დაინტერესებული.