ფეხბურთი

23:23 | 21.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: “კეინი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა “ტოტენჰემთან” მატჩამდე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ თამაშში გამარჯვება კონტრშეტევების ხარჯზეა შესაძლებელი. ასევე მეტოქე გუნდი შეაფასა და განაცხადა, რომ მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, განსაკუთრებით კი ჰარი კეინი და ბენ დევისი.

“კონტრშეტევა არის ჩვენი უპირატესობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ “ტოტენჰემთან” მატჩში ამას გამოვიყენებთ და ეს ჩვენი წარმატების გასაღები გახდება. ზოგადად არ გვაქვს ბევრი თამაში, სადაც ორივე გუნდი თავდასხმაში კარგად თამაშობს. ვიმედოვნებ, რომ საინტერესო თამაში იქნება. მათ კარგი გუნდი ჰყავთ. არ შეიძლება დაგავიწყდეს ისეთი ფეხბურთელი, როგორიცაა ბენ დევისი. ის იდეალური მაგალითია და ბოლო დროს ძალიან პროგრესირებს.

კეინი არის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში”, - განაცხადა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ “წითლებსა” და “დეზებს” შორის დაპირისპირება 22 ოქტომბერს, თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

0.115971