არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ “ალბისელესტეს” შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 11 ნოემბერს რუსეთის ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრება.
სამპაოლიმ არჩევანი 22 ფეხბურთელზე შეაჩერა და მათ შორის, ყველა ლეგიონერია. შემადგენლობაში ისევ ვერ მოხვდა ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი გონსალო იგუაინი. სამაგიეროდ, ხორხეს რჩეულთაგან სამი ფეხბურთელი სანქტ-პეტერბურგის “ზენიტს” წარმოადგენს. გარდა ამისა, არგენტინის ნაკრებში 6 წლიანი პაუზის მერე პირველად უხმეს დიეგო პეროტის.
სხვა მხრივ კი, არგენტინის შემადგენლობა შემდეგნაირია:
მეკარეები: სერხიო რომერო (“მანჩესტერი”, ინგლისი), ნაუელ გუზმანი (“ტიგრესი”, მექსიკა), აგუსტინ მარკესინი (“ამერიკა”, მექსიკა)
მცველები: გაბრიელ მერკადო (“სევილია”, ესპანეთი), ნიკოლას ოტამენდი (“სიტი”, ინგლისი), ფედერიკო ფაციო (“რომა”, იტალია), ხავიერ მასკერანო (“ბარსელონა”, ესპანეთი), ხერმან პეცელა (“ფიორენტინა”, იტალია)
ნახევარმცველები: ევერ ბანეგა (“სევილია”, ესპანეთი), ედუარდო სალვიო (“ბენფიკა”, პორტუგალია), ემილიანო რიგონი (“ზენიტი”, რუსეთი), ლუკას ბილია (“მილანი”, იტალია), მარკოს აკუნია (“სპორტინგი”, პორტუგალია), ალეხანდრო გომესი (“ატალანტა”, იტალია), ლეანდრო პარედესი (“ზენიტი”, რუსეთი), მატიას კრანევიტერი (“ზენიტი”, რუსეთი), დიეგო პეროტი (“რომა”, იტალია)
თავდამსხმელები: სერხიო აგუერო (“სიტი”, ინგლისი), პაულო დიბალა (“იუვენტუსი”, იტალია), მაურო იკარდი (“ინტერი”, იტალია), ლიონელ მესი (“ბარსელონა”, ესპანეთი), ანხელ დი მარია (პსჟ, საფრანგეთი)
შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ძალზე მძიმე ბრძოლაში მას შემდეგ მოიპოვა, რაც შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში ეკვადორის ნაკრები ლიონელ მესის ჰეთ-თრიქით დაამარცხა.