ფეხბურთი

22:07 | 20.10.2017 | ნანახია 1760 - ჯერ

ანტონიო კასანო: "ტოტი ზიდანსა და რონალდოს სჯობდა"

იტალიელი ანტონიო კასანო აქტიურ სპორტში აღარ არის, თუმცა სკანდალური გამონათქვამებით ახლაც გამოირჩევა. ვეტერანმა ფეხბურთელმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი დამოკიდებულება “იუვენტუსის” მიმართ და აღნიშნა, რომ “ბებერი ქალბატონი” სძულს.

როგორც კასანოს სიტყვებს Corriere Dello Sport-ი ციტირებს, ფრანჩესკო ტოტი ზინედინ ზიდანსა და რონალდოზე დიდი ფეხბურთელი იყო:

“პირველი გოლი ჩემს საყვარელ გუნდს, “ინტერს” გავუტანე. ამ გოლმა უდიდესი სიხარული მომანიჭა და გავხდი პოპულარული. ეს იყო ჩემი საუკეთესო გოლი. ყველაზე მეტად “იუვენტუსის” კარში გოლი მანიჭებდა სიამოვნებას – მე ინტერისტა ვარ და ტურინელთა კარში გოლის გატანა მსიამოვნებდა. მათ უარი სამჯერ ვუთხარი. სურდათ, რომ “იუვენტუსის” მაისურით მეთამაშა, მაგრამ მე – არა.

მქონდა ბედნიერება მეთამაშა ზინედინ ზიდანისა და რონალდოს გვერდით, მაგრამ ფრანჩესკო ტოტისთან ერთად თამაში ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. რატომ დავტოვე “რომა”? – “რეალი” მეპატიჟებოდა, მსოფლიოს საუკეთესო გუნდი”, - განაცხადა კასანომ.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:20 | 21.10.2017
maradona73biankoneri (12347)

ბოლო-ბოლო ვერ გავიგე კასანომ ჩამოკრა, ავტორმა თუ ორივემ?

მე მგონი კასანოს სულ ჩამოკრული ჰქონდა ისეთ გიჟობებს აბრეხვებდა, ნუ ეხლა ავტორს ვაპატიოთ ერთხელ ჩამოკვრა

10:57 | 21.10.2017
fidofido (3392)

ამას კიარ ჩამოუკრია ავტორმა ჩამოკრა და თქვენც ნუ აყვებით ჰასნად ტოტისთან უფრო კომფორტულად იგრძნობდა ამდენი წელი ერთად ითამაშეს რეალში ესრო გადავიდა სად იყო საამისო პარადი

10:34 | 21.10.2017
burusa (2031)

კასანოს ნაღდი ჩამოუკრია ) ზიდანი იყო ყველაზე მაგარი ფეხბურთელი ვინც კი მინახავს 25 წლის მანძილზე და ფორვარდებში რონალდო !

00:28 | 21.10.2017
gionat (2245)

არსად მაგას არ ამბობს ტოტი ზიდანს ჯობდაო, ორჯერ გადავიკითხე

23:39 | 20.10.2017
neimaris edas vesrole kitri sacuarshi )) (95)

არუთქვია ჯობდაო მაგრამ ეს სულ დაყლ.იყო,არიოს და ესეც ჩაძაღლდება მუმია სახე მოვ...

23:27 | 20.10.2017
salazar (1835)

რა სათაურია ეს? ტიპი ამბობს ტოტისთან ერთად თამაში უფრო მსიამოვნებდაო და სათაურად დაწერეთ ტოტი ზიზუს და რონალდოს ჯობდაო ))
იასნა უფრო სიამოვნებდა , ტოტისთან ქონდა მაგარი დუეტი, ზიზუს და კიჭას აბა ფეხზე არ ეკიდათ ))

23:15 | 20.10.2017
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

ეგ ნამეტანი მოგივიდა... ტოტი ვერასოდეს ახლოც კი ვერ მივა ვერც ზიდანამდე და ვერც რონალდოსთან.

06:10 | 21.10.2017
ogafa (10230)

+

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124938
სარეკლამო ადგილი - 99
X x X