უეფამ მორიგი სათამაშო კვირის შემდეგ ახალი საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა. ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მესამე ტურს აღნიშნულ რეიტინგში განსაკუთრებული ცვლილებები არ შეუტანია.
პირველი ათეული ისევ იდენტურია – ლიდერი მადრიდის “რეალია”, ხოლო სამეულს ისევ ესპანური გუნდები ამაგრებენ. “ატლეტიკო” მეორეა, “ბარსელონა” კი, მას მცირედით ჩამორჩება.
რაც შეეხება ქართულ გუნდებს – საუკეთესო მაჩვენებელი თბილისის “დინამოს” აქვს: 5.250 ქულა, რაც მხოლოდ და მხოლოდ 236-ე ადგილისთვისაა საკმარისი.
აქვე, საკლუბო რეიტინგის პირველი ათეულიც:
1. “რეალი” (ესპანეთი) – 157.799 ქულა
2. “ატლეტიკო” (ესპანეთი) – 136.799
3. “ბარსელონა” (ესპანეთი) – 135.799
4. “ბაიერნი” (გერმანია) – 126.999
5. “იუვენტუსი” (იტალია) – 124.249
6. “სევილია” (ესპანეთი) – 117.799
7. პსჟ (საფრანგეთი) – 110.049
8. “მანჩესტერ სიტი” (ინგლისი) – 101.578
9. “დორტმუნდი” (გერმანია) – 96.999
10. “არსენალი” (ინგლისი) – 91.578
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აქაც კარგად ჩანს, რომ ესპანური ფეხბურთი დომინირებს.
ატლეტიკოს მეორე ნომრობა არ გაიშვა
ანუ რა გამოდის მთლიანად 236 გუნდია ევროპაში?
არა მეგობარო. საჩხერეს და ფოთის კოლხეთს უსწრებენ.))
