“გოლდენ სტეიტის” ფორვარდი დრეიმონ გრინი “ნიუ ორლეანთან” მატჩში გუნდს ვერ დაეხმარება, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გრინმა “ჰიუსტონთან” (122:121) წაგებულ მატჩში მარცხენა მუხლის დაზიანება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, გრინს სერიოზული ტრავმა არ მიუღია და რამდენიმე დღეში პარკეტს დაუბრუნდება.
“ნიუ ორლეანი” “გოლდენ სტეიტი” მატჩი 21 ოქტომბერს თბილისის დროით 05:30 საათზე დაიწყება.