კალათბურთი

10:25 | 20.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 11 ქულა და "ბასკონიას" მეორე მარცხი ევროლიგაში

ევროლიგაში წარუმატებელ თამაშს განაგრძობს “სასკი ბასკონია”. ესპანური გუნდი მეორე ტურში თელ-ავივში, “მაკაბისთან” დამარცხდა – 68:74.

ბასკთა რიგებში ყველაზე დიდი სათამაშო დრო თორნიკე შენგელიას დაეთმო: ქართველმა პარკეტზე 32:50 წუთი გაატარა და ამ დროში საკუთარ გუნდს 11 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი შესძინა.

თორნიკემ ცხრიდან 5 ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. სამჯერ სამქულიანიდან სცადა ბედი, მაგრამ სამჯერვე უშედეგოდ.

“ბასკონიას” ორ ტურში ორი მარცხი აქვს და მე-15 ადგილზე იმყოფება. ბასკები ევროლიგაზე მომდევნო შეხვედრას 25 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე “ვალენსიასთან” ჩაატარებენ.

0.115763