საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი რადიო “ენერჯის” სტუმრობდა, სადაც ისაუბრა ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებზე.
ეს იყო გადაცემა “სპორტის ლეგენდები”, რომლის წამყვანიც გიორგი ფულარიანია.
კობიაშვილის ინტერვიუს შემოკლებით გთავაზობთ:
განვლილ შესარჩევ ციკლზე: “ის, რომ მოგების გრაფაში ნული გვიწერია, ვერანაირად ვერ დაგვაკმაყოფილებს. რა თქმა უნდა, პრობლემები იყო და ერთი წამითაც არ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი კარგადაა. თუნდაც ვლადიმირ ვაისის მიმართ იყო ბევრი კითხვა და ვფიქრობ, მას ჰქონდა შეცდომები. მაგალითად, მოლდოვასთან სტუმრად პირველ ტაიმში არჩეული ტაქტიკა და შემადგენლობა.
...თამაშებს თუ გადავხედავთ, თითქმის ვერცერთზე ვერ ვიტყვით, რომ მეტოქემ ხარისხობრივად გვაჯობა. იყო ცუდი მონაკვეთები, მაგრამ მთლიანობაში 90 წუთი რომ ავიღოთ მხედველობაში, არავის ჩამოვრჩებოდით. მინდორზე ვხედავდი გუნდს, რომელიც ერთი მიზნით იყო გაერთიანებული. გავიხსენებ ისევ მოლდოვასთან გასვლით მატჩს, რომლის პირველი ტაიმი 0:2 წავაგეთ. თამაში შემოვატრიალეთ, 2:2 გავხადეთ ანგარიში და ასეც მორჩა. ბოლო წუთებზე ნიკა კაჭარავას მშვენიერი მომენტიც ჰქონდა. ანუ, დავინახე, რომ ნაკრებს შეეძლო ურთულესი სიტუაციიდან თავის დაღწევა. გუნდურობა და მწვრთნელის ხელი რომ არა, ამ თამაშს დიდი ანგარიშით წავაგებდით”.
ჯაბა კანკავაზე: “ჯაბა ნამდვილად მისაბაძი ფეხბურთელია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. ის არ გახლავთ პიროვნება, რომელიც მინდორზე ყვირის. მშვიდი და გაწონასწორებულია, თავისი საქციელით მისაბაძია.
...საკითხს ასე ნუ დავსვამთ, რომ უგუნდო ჯაბა ცალსახად საუკეთესო იყო ბოლო ორ შეხვედრაში და სხვებმა ვერ ითამაშეს. კარგად ითამაშეს სხვა ფეხბურთელებმაც, მაგალითად, ოთარ კაკაბაძემ, დავით ხოჭოლავამ... თუმცა გეთანხმებით, რომ კანკავა კარგად გამოიყურებოდა და ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მისთვისაც ფსიქოლოგიურად რთულია, როცა უკლუბოდაა. ნაკრების კაპიტანია, განიცდის და ეს ჩვეულებრივი მომენტია. მას სურდა კიდეც სანაკრებო კარიერის დასრულება, მაგრამ ჯაბა თავისი ქვეყნის სამსახურში დარჩა”.
ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელებზე: “ვაისი ბევრჯერ იყო ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე. გემახსოვრებათ, დუბაიში სწორედ ჩვენი ჩემპიონატიდან მოწვეული ფეხბურთელებისგან შემდგარი ნაკრებით ითამაშა უზბეკეთთან და იორდანიასთან. იგივე დაიგეგმება მომდევმო წლის დასასწყისში. რაც შეეხება ოფიციალურ მატჩებს, იქ რთულია ექსპერიმენტის კეთება. მარტო იმიტომ დაუძახო ფეხბურთელს, რომ ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობს, არასწორია. მთავარია, თავად ფეხბურთელებმა დაანახონ მწვრთნელს, რომ დაწინაურებას იმსახურებენ”.
21-წლამდელების წაგებებზე: “ჩემთვის მოულოდნელი იყო ეს შედეგები და აბსოლუტურად კრიტიკულად ვუდგები არა მხოლოდ ბოლო წაგებას (ფარერებთან 1:3), არამედ წინა ორ მარცხსაც. ნოემბერში ორი თამაში გველის და მინდა, რომ სხვანაირად მოთამაშე გუნდი დავინახო. მინდა და იმედიც მაქვს.
...ეს წაგებები ძალიან ცუდია, მაგრამ ავტომატურად მწვრთნელი რომ შევცვალოთ, ცოტა გადამეტებულია. მგონი, გია გეგუჩაძე არაა ის მწვრთნელი, რომელსაც ხაზი უნდა გადავუსვათ და შანსი არ მივცეთ. ნოემბერში ორი თამაშია და სხვა თამაშსა და შედეგს ველით”.
ბავშვთა ფეხბურთზე: “ძირითადი პრობლემებია ინფრასტრუქტურა, მწვრთნელთა გადამზადება. სჭირდება უდიდესი ფინანსები. მხოლოდ სფფ-სთვის ყველაფრის ერთად გაკეთება რთულია. ჩვენ გვინდა, კონცეფცია ჩამოვაყალიბოთ. ძალიან მალე სრული სურათი გვექნება. ვინ წვრთნის. აქამდე არავის არ გაუკეთებია აღრიცხვა, ვინ მუშაობს ამა თუ იმ გუნდში.
...სკოლებს ვეხმარებით ინვენტარით, ბურთებით... გვსურს, რომ ულიცენზიო მწვრთნელებს ვასწავლოთ და შესაბამისი განათლება მიიღონ. ვერ ვიტყვი, რომ კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. ასე თუ მივუდგებით, შვედეთში კატასტროფაა ბავშვთა ფეხბურთის მხრივ? 19-წლამდელების დონეზე 2:1 მოვუგეთ. შვედეთმა სულაც პირველად ითამაშა 19-წლამდელების ფინალურ ეტაპზე”.
კარიერაზე და მნიშვნელოვან გოლებზე: “გოლის გატანით არ გამოვირჩეოდი, მაგრამ ისე ხდებოდა, რომ ჩემი გატანილი გოლი გადამწყვეტი და დასამახსოვრებელი გამოდიოდა. ნაკრებში ხორვატიასთან, ჰეთ-თრიქი პსვ-სთან ჩემპიონთა ლიგაში... ჩემი კარიერა, არ ვამბობ, რომ საუკეთესო იყო. შეიძლებოდა უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ მაქსიმუმი გავაკეთე და დანარჩენი ხალხის განსასჯელია, კარგი ფეხბურთელი ვიყავი თუ არა. ვამაყობ იმით, რომ ცდა არ დამიკლია”.
კობიაშვილმა ასევე ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ამის შესახებ ცალკე დავწერთ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სუარესს აქვს ლიგაზე გატანილი 27 გოლი,ბენზემას 76.ყველაზე უცნაური ეს ციფრებია თუმცა რეალობა ეგაა,სუარესს ლიგაზე გატანა ყოველთვის უჭირდა.მბაპე უსწრებს უკვე ტიპს,რომელ ბენზემაზეა საუბარი.ჰოლანდიც გაასწრებს მალე.სირცხვილია აიაქსის-ლივერპულის-ბარსელონას და ატლეტიკოს ცენტრფორვარდს მხოლოდ 27 გოლი რომ აქვს ლიგაზე
დღეს უფრო საინტერესო სათამაშო დღეა,4 მერვედფინალისტია გასარკვევი.გუშინ ერთი იყო მარტო გასარკვევი და ატლეტიკო გახდა ეგ ერთი მილანის ან პორტუს ნაცვლად.ისე ბევრი რეკორდი დამყარდა ამ ლიგაზე,ჰალემ ჯგუფში 6-ივე თამაშში გაიტანა(რაც კრისტინა-ლევანასაც შეუძლიათ,თან კრისტინას მეორედ შეუძლია მაგის გაკეთება,თუმცა ჰალემ ზოგადად პირველი 6 თამაში ითამაშა ლიგაზე და არ მგონია მაგ რეკორდს კაიხანი ვინმე შეეხოს),ლივერპულ-აიაქსმა ექვსივე მოიგეს რისი გაკეთება ბაიერნსაც შეუძლია.ბომბარდირთა დავაშიც ბევრი გოლი გააქვთ მოწინავე პოზიციებზე მყოფ ხალხს.10 გოლი გაიტანა ჰალემ,9 აქვს ლევანას და დღეს კიდევ შეუძლია მიამატოს.10 გოლით ზოგადად სეზონის ბომბარდირი ხდებოდა ხალხი,ამათ ჯგუფში გააქვთ ამდენი
ატლეტიკო გაძვრა მაინც.ამ 4 ჯგუფიდან ყველა ძლიერი გუნდი გავიდა მერვედფინალში,ნუ ერთადერთი დორტუნდის გასვლა შეიძლება ჯობდა სპორტინგის გასვლას,თუმცა არც სპორტინგია ცუდი გუნდი და არაფრით ნაკლები არაა დორტმუნდზე.შემტევ მხიარულ ფეხბურთს თამაშობს ლისაბონური გუნდი