ფეხბურთი

16:04 | 19.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისური დერბის მშვიდობიანი ანგარიში

“საბურთალომ” ამჯერად ვეღარ მოუგო “ლოკომოტივს” და თბილისური დერბი 1:1 დასრულდა. სეზონის წინა სამ შეხვედრაში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა იმარჯვა, საერთო ანგარიშით 10:2.

ბოლო ათი წუთის მიხედვით, დღესაც “საბურთალო” უფრო ახლოს იყო გამარჯვებასთან, უფრო სწორად, მცდელობა მეტი ჰქონდა და უფრო მიიწევდა სამი ქულისკენ.

გოლები პირველ ტაიმში გაიცვალა. ჯერ ვატო არველაძის წაქცევისთვის დაინიშნა პენალტი და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემ თავისი 24-ე გოლი გაიტანა.

პირველი ტაიმის ბოლოს კი ლაშა შინდაგორიძემ საჯარიმოში ერთი მცველი მოატყუა, დაარტყა და მეკარე ბექა ქურდაძე შეცდა – 1:1.

სხვათა შორის, ქურდაძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლო ათი წუთი ტრავმით ჩაატარა: შეჯახებისას ცხვირი დაიზიანა და სხვა შემთხვევაში, მოედნიდან გავიდოდა, მაგრამ “ლოკოს” სამივე შეცვლა გაკეთებული ჰქონდა.

“ლოკომოტივი” მეოთხე ადგილზე დარჩა და ისევ ორი ქულით უსწრებს “საბურთალოს”. მეოთხე პოზიცია კი, შესაძლოა, ევროტურნირებზე გამსვლელი გამოდგეს.

ეროვნული ლიგა. 30-ე ტური

თბილისი. მიხეილ მესხი 2

ლოკომოტივი – საბურთალო 1:1 (1:1)

ლოკომოტივი: ბ.ქურდაძე, გაბაძე (ჩიტეიშვილი 71), მ. კობახიძე, რეხვიაშვილი, უბილავა, ჭანტურია, ანდრონიკაშვილი (ვარძელაშვილი 79), გვალია, ქავთარაძე, არველაძე (გაბრიჩიძე 60), სიხარულიძე

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ნადარაია (თედორე გრიგალაშვილი 60), მამუჩაშვილი (ბიძინაშვილი 67), ხარაიშვილი, თარხნიშვილი, შინდაგორიძე, ვოლკოვი, მუეცი (კოხრეიძე 63)

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გოლები: 1:0 სიხარულიძე (28 პენ), 1:1 შინდაგორიძე (41)

გაფრთხილება: ქავთარაძე, ჭანტურია – ცნობილაძე, თარხნიშვილი

მსაჯი: ნინუა

0.11629