თამაშგარე

15:17 | 19.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ლუისის ახალი სამსახური

ლონდონის “ჩელსის“ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დავიდ ლუისმა ამ ორი კვირის წინ, ნახევრად ხუმრობით, მეგობრების თხოვნით ერთი დღის განმავლობაში პარიზის პოპულარულ რესტორან “ცეზარში“ მზარეულად და მიმტანად იმუშავა და ინტერნეტში ამ ამბის ამსახველი ფოტოებიც დაიდო.

თითქოს ეს სახალისო ამბავი აქ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ სრულიად საპირისპირო რამ მოხდა და როგორც დავიდ ლუისის აგენტი ამბობს, ახლა ბრაზილიელ მცველს უამრავი ფეშენებელური რესტორნიდან მიუვიდა მიწვევა. რესტორნები საკმაოდ დიდ თანხებს იხდიან ცნობილი მობურთალის კვლავ ერთდღიან “გამიმტანებაში“.

ისე, მართლაც საამო სანახავი იქნება, ფეხბურთის მოყვარული ადამიანი რესტორანში რომ შევა, სადაც მიმტანად თმაბუჩქა დავიდი დახვდება, რომელიც სტუმრებს თავს დაუკრავს და ახლადგამომცხარ კრუასანებსა და ყავას შესთავაზებს. “მუღამიანმა“ კაცმა ასეთ მომსახურებაში ფული არ უნდა დაინანოს.

0.151749